English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ნინო ჯახველაძე
ზატიკის ერთი ხელნაწერისა და თანამედროვე ლიტურგიკულ პრაქტიკაში დამკვიდრებული ბეჭდური ტექსტის შედარებითი ანალიზი

ლიტურგიკული მწერლობა ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ქართულ სალიტურგიკო მწერლობაში დროთა განმავლობაში შეინიშნება სხვადასხვა სახის ცვლილებები, შესაძლებელია გამოვყოთ სამი პერიოდი, პირველ პერიოდში ქართული ლიტურგიკული პრაქტიკა სირია-პალესტინის საღვთისმსახურო ტრადიციების გავლენას განიცდიდა, მეორე პერიოდში უპირატესობა ენიჭება ათონის სკოლას, ხოლო მესამეში, ქართული ლიტურგიკული პრაქტიკისთვის „ანტონიმ მოინდომა მიეცა ... ბიზანტიურის ნაცვლად რუსული ფიზიონომია“ [კეკელიძე, 1957:175]. თანამედროვე საღვთისმსახურო პრაქტიკაში ძირითადად გამოიყენება ლიტურგიკული კრებულები, რომლებიც ანტონ კათოლიკოსმა „საქართველოში თუ რუსეთში ყოფნის დროს, გადაათვალიერა ... შეადარა რუსულს და იმათ ყალიბზე ჩამოასხა  ......  მეთვრამეტე საუკუნეში არ დარჩენილა თითქმის არც ერთი საეკლესიო წიგნი, რომელიც სლავური წიგნების მიხედვით არ შესწრებულიყო; ჩვენს ეკლესიაში ახლა ხმარებაშია სწორედ ეს, მეთვრამეტე საუკუნის რედაქცია“ [კეკელიძე, 1957:175]. ჩვენ შევეცდებით შევისწავლოთ ზატიკი ერთ-ერთი ხელნაწერის მიხედვით.

ზატიკი, ახლანდელი მნიშვნელობით, არის დამოუკიდებელი ლიტურგიკული კრებული, რომელშიც თავმოყრილია აღდგომის და შემდგომი პერიოდის საკითხავები, მარტვილის კვირიაკის ჩათვლით. როგორც ლილი ხევსურიანი აღნიშნავს, ტერმინი „გიორგი მთაწმიდელის დროს წარმოიშვა, მანამდე ამ ტერმინით აღინიშნებოდა ეორტალოგიური პერიოდი აღვსებიდან მარტვილიამდე“ [ხევსურიანი, 2008:223]. გიორგი მთაწმინდელს უთარგმნია „დიდნი მარხუანი და ზატიკნი“, რომლებიც კანონიკურ კრებულებად იყო აღიარებული. მანამდე, როგორც უძველესი ლიტურგიკული ძეგლებიდან ჩანს აღდგომის საგალობლები შესული იყო იერუსალიმის ლექციონარში, უძველეს იადგარში მეათე საუკუნის დიდ იადგარში, ჭილ-ეტრატის იადგარში და სხვა ნუსხებში, თუმცა „ზატიკთა საგალობლები მათში საკმაოდ ძუნწად არის წარმოდგენილი – ძირითადად ამ პერიოდის დიდი დღესასწაულების საგალობლებით“  [ხევსურიანი, 2008:224].

ჩვენ ამჟამინდელი კვლევის ფარგლებში ერთმანეთს ვადარებთ „ატიკის“  XV-XVI საუკუნეების ხელნაწერს (A402) იმ გამოცემას, რომელიც თანამედროვე ლიტურგიკულ პრაქტიკაში გამოიყენება. ხელნაწერთა აღწერილობის მიხედვით, A402 შეიცავს გიორგი მთაწმიდელისეული ატიკის რედაქციის  ტექსტს. ვინაიდან მასალა საკმაოდ ვრცელი მოცულობისაა, შესადარებლად ავირჩიეთ სამი ნაწილი, კერძოდ, აღდგომის მსახურების, სამარიტელის კვირიაკის და თომას კვირიაკის ორშაბათი დღის საკითხავები. რასაკვირველია, ამ ტიპის კვლევა სრულ და ამომწურავ ინფორმაციას ვერ მოგვცემს, მაგრამ საწყისი ეტაპისათვის გამოკვეთს კვლევის ზოგად სურათს.

თავდაპირველად ატიკის კრებულებს შევადარებთ აღდგომის საკითხავების მიხედვით. ხელნაწერზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ ამ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში აღდგომის საგალობლებში შესამჩნევი ცვლილებები არ მომხდარა, შეინიშნება მცირე სხვაობები, რაც არ ცვლის მათ შინაარსს.

გვხვდება ძალიან მცირე ფონეტიკური სხვაობები, გადანაცვლებულია სიტყვები, დაქარაგმებული სიტყვები არასწორადაა გახსნილი, ზოგი სიტყვა კი საერთოდ გამოტოვებულია.. მაგალითები: სიტყვების გადანაცვლება:

 

A402

ზატიკი (1999წ.)

გალობა დ, ძლისპირი

... ცხოვრება სოფლისაჲ არს ...

... ცხოვრება არს სოფლის ...

დაქარაგმებული სიტყვის არასწორი ამოკითხვა:

 

A 402

ზატიკი (1999 წ.)

გალობა დ, III ტროპარი

ვითარცა ტარიგი უბიწო ...

ვითარ ტარიგი უბიწო ...

სიტყვის გამოტოვება:

 

A402

ზატიკი (1999წ.)

გალობა დ, ბეჭდურ ვერსიაში  IV ტროპარი, ხელნაწერში-III

... ხოლო ჩუენ ერი ღმრთისაჲ წმიდაჲ, იგავთა აღსრულებითა ...

... ხოლო ჩუენ ერი ღმრთისაჲ, იგავთა აღსრულებითა ...

გავრცობა ბეჭდურ ვერსიაში:

 

A402

ზატიკი (1999წ.)

გალობა ზ, ძლის-პირი

... უხრწნელებისა შეჰმოსა სამოსელი მხოლომან კურთხეულმან, ღმერთმან მამათა ჩუენთამან

... უხრწნელებისა შეჰმოსა სამოსელი მხოლომან კურთხეულმან, ღმერთმან მამათამან, და ზესთა ამაღლებულმან

გარდა ამ სხვაობებისა ხელნაწერ A402-სა და ნაბეჭდ ტექსტებს შორის შეინიშნება ისეთი სხვაობებიც, როგორიცაა მაგალითად, ხელნაწერში არ გვხვდება მითითება იმის შესახებ, რომ ყოველი გალობის შემდეგ არის კვერექსი, III და  IV გალობებს შორის საკითხავი ტროპარი „იბაკო“, კონდაკი და იკოსი  ხელნაწერში A 402, წინა გვერდზე (10v) წერია.

ყურადღებას იპყრობს ისიც, რომ ხელნაწერში კანონი, გალობების ძველი სახელებით გვაქვს წარმოდგენილი: უგალობდითსა,  განძლიერდითსა, მესმასა, ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულ არსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა.

აღდგომის საგალობლების დასრულების შემდეგ ხელნაწერში A402, ვკითხულობთ ასეთ წინადადებას: „სხუანი ძუელნი რომელიცა გინდეს“,  აქ მოცემულია მთლიანი კანონი, საინტერესოა, რომ საგალობლები საკმაოდ განსხვავებულია ერთმანეთისგან, მიუხედავად იმისა, რომ ორივე აღდგომის საკითხავებია. მაგ:

 

A402

ზატიკი (1999წ.)

გალობაა, ძლისპირი

დღესა მას აღდგომისასა ვიხარებდეთ ერნო. პასექსა უფლისასა. რომლითა ქრისტემან. სიკუდილისაგან მიხსნნა და ქუეყანით ცად. აღმიყუანნა სუფევად. ძლევისა მგალობელნი დღეს

აღდგომისა დღე არს განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასხა უფლისა პასხა, რომლითა ქრისტემან ღმერთმან სიკუდილისაგან მიჴსნნა, და ქუეყანით ცად აღმიყუანნა  სუფევად, ძლევისა მგალობელნი დღეს

რას უნდა ნიშნავდეს სიტყვებინ „სხუანი ძუელნი რომელიცა გინდეს“? ამ ფრაზით გადამწერი გვეუბნება, რომ არსებობს საგალობლების უფრო ძველი ფენაც და ამ ტროპარებსაც გადაწერს.

შეეხება სამარიტელის კვირიაკის მსახურებას, შესადარებლად ავიღეთ გალობები და გამოვყავით ის მცირე ცვლილებები, რაც ორივე ზატიკს განასხვავებდა ერთმანეთისგან.

A402 უგალობდითსა (ძლისპირი: გიგალობთ)

ზატიკი (1999წ.) გალობა ა, (ძლისპირი: გიგალობთ...)

მშჳდობისა ცუარსა ცროდეთ ღრუბელნო. და ყოველი სოფელი იხარებდით რამეთუ დღეს.  აღდგა ქრისტე საფლავით. და თანა აღადგინა ბუნებაჲ კაცთაჲ჻

მშჳდობისა, ცუარსა ჰსცროდეთ ღრუბელნო, და ყოველი სოფელი, იხარებდით  დღეს, რამეთუ  აღჰსდგა ქრისტე საფლავით, და თანა აღადგინა ბუნებაჲ კაცთა:

A402 მოიხილესა, (ძლისპირი: ისმენდით)

 

გიხილა რაჲ მზემან. ჯუარსა ზედა ავსებად ქრისტე. მყის დაიფარა ბრწყინვალებაჲ თჳსი. ქუეყანაჲ ძრწოდა და ჯოჯოხეთი მკუდართა. შთანთქმულთა განუტევებდა და მოიკლა მტერი. და წარმოიტყუენა. სიკუდილისა ძალი. დიდებაჲ სიმტკიცესა შენსა჻

 

A402 აკურთხევდითსა (ძლისპირი: მეუფესა)

ზატიკი (1999წ.) გალობა ჱ (ძლისპირი: მეუფესა..)

ღვთისმ-შობლისა

მეუფესა. ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა. რომელი იშვა ცხორებისათჳს ჩუენისა ქალწულისაგან. დამბადებელი ქალწულადვე დაიცვა. ყოველნი დაბადებულნი (დამბადებელსა აკურთხევდით უკუნისამდე)჻

ნაკუერცხლითა განწმედილმან, ისაია წინათ ჰქადაგა გონიერად ნაკუერცხალი შენგან განჴორციელებული ქალწულო უაღრეს გონებისა შემწუელი ყოვლისა ნივთისა კაცთა ცოდჳსა და განმამღრთობელი მოწყალებით ბუნებისა ჩუენისა ყოვლად-უბიწოო:






ჩვენ ერთმანეთს შევადარეთ მეხუთე შვიდეულის (კვირიაკის) კვირა დღის ცისკრის გალობები. კვლევისას გამოჩნდა, რომ უშუალოდ ტროპართა შორის არ გვაქვს ისეთი სხვაობები, რაც შინაარსობრივ ცვლილებებს გამოიწვევდა (გარდა აკურთხევდითსას ბოლო ტროპარისა), თუმცა, 1999 წლის ზატიკში გვაქვს ორი სხვადასხვა ავტორის მიერ შედგენილი კანონები, რაც გულისხმობს, რომ უგალობდითსას კანონში წარმოდგენილია ტროპარები ანდრია კრიტელის და იოსებ მართალის ავტორობით. პირველი ნაწილი ეკუთვნის ანდრეა კრიტელს, ხოლო მეორე - იოსებს. ამჯერად ჩვენ გვაინტერესებს იოსების ხელიდან გამოსული საგალობლები, რომლებიც განკუთვნილია სამარიტელის კვირიაკისთვის, რადგან სწორედ მათ შეიცავს ნუსხა A 402, შეინიშნება მცირე სხვაობები, მაგალითად, ხელნაწერის მიხედვით (იგულისხმება A402), გალობები მოიხსენიება ძველი სახელწოდებებით (უგალობდითსა,  განძლიერდითსა, მესმასა, ღამითგანსა, ღაღადყავსა, კურთხეულ არსა, აკურთხევდითსა, ადიდებდითსა), გარდა ამისა, კანონი წარმოდგენილია სრული სახით, რაც გულისხმობს, რომ შეიცავს „მოიხილეთას“. ნუსხაში A402 თითოეული გალობის დასახელებასთან ვკითხულობთ ძლისპირთა დასაწყის სიტყვებს, 1999 წლის ზატიკში კი ძლის-პირები სრული სახით გვაქვს, ხელნაწერში, არ გვაქვს მესამე გალობის შემდეგ საკითხავი კონდაკი, იკოსი და წარდგომა, ასევე – მეექვსე გალობის შემდეგ საკითხავი კონდაკი და იკოსი.

ხელნაწერი საინტერესოა სტრუქტურული თვალსაზრისითაც, რაც ამგვარად შეიძლება წარმოვადგინოთ:

A 402

1999 წლის ზატიკი

უფალო-ღაღადყავსა ზედა დასდებელნი

უფალო-ღაღადყავსა ზედა დასდებელნი

 

ლიტანიასა ზედა დასდებელნი

სტიქარონსა ზედა დასდებელნი

სტიქარონსა ზედა დასდებელნი

წარდგომა „ღმერთი უფალსა ზედა“

წარდგომა ღმერთი უფალსა ზედა

იბაკოჲ

იბაკოჲ

 

ანტიფონები

გალობები

გალობები

გამოავლინე

განმანათლებელი

 

აქებდითსა ზედა დასდებელნი

მსგავსი ვითარება გვაქვს კვირა დღის მსახურებების დანარჩენ საკითხავებშიც, მხოლოდ მნიშვნელოვანია, რომ თომას კვირიაკის გარდა, ყოველი კვირა დღის მსახურების გალობები, კერძოდ, პირველი კანონები (იგულისხმება, რომ ხელნაწერში ორი ან მეტი კანონია დადებული ერთი მსახურების საკითხავად) შეიცავს „მოიხილეთას“.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ A 402-ის კვირა დღის საკითხავები სტრუქტურული თვალსაზრისით, დიდად არ განსხვავდება 1999 წლის ზატიკისგან.  რაც შეეხება ორშაბათი-შაბათი დღეების მსახურებებს, აქ, ერთი შეხედვით საკმაოდ დიდი სხვაობები შეინიშნება. კერძოდ, ის, რაც გვაქვს  ხელნაწერში, საერთოდ არ გვხვდება 1999 წლის ზატიკში, მაგრამ წიგნის ბოლო ნაწილში ვკითხულობთ ამგვარი შინაარსის ტექსტს:  „სამ-საგალობელი ქმნილი იოსებისა: უწყება შვენის რამეთუ  სამ-საგალობელნი ესე პირველთა დაბეჭდილთა ზადიკთა შინა, დაუბეჭდავთ ლიტურღიათა ზედა გალობად, ხოლო ბერძენნი სერობასა ზედა წარიკითხუჱნ ღვთის-მშობლისა კანონთა თანა ... ამის-თჳს ჩუჱნ შედგომილთა ბერძენთა ნათარგმნთათა ... არა დავჰსდევით რიგზედ სამ-საგალობელი ესე, რათა არა დაირღუჱს ბერძენთა მიერ თარგმნილი, და განწესებული... [ტრიოდიონი ზატიკი, 1999:101].

როგორც ვხედავთ, აქ აღნიშნულია ის, რომ თავდაპირველად დაბეჭდილ ატიკის კრებულებში ბერძნულისგან განსხვავებული იყო სწორედ ამ სამ-საგალობლების გამო, მითითებულია, თუ მსახურების რომელ მონაკვეთში უნდა წაიკითხოს  სამ-საგალობელი და რატომ შეინარჩუნა აღნიშნული საგალობლები გადამწერმა, ნათლად არის ნათქვამი, რომ ისინი ბოლოშია გადატანილი, რათა არ დაირღვეს ჩვენში დამკვიდრებული ბერძნული წესი.

ზემოთ მოყვანილი ანდერძის შემდეგ იწყება ის საკითხავები, რაც გვაქვს A402-ში. ქვემოთ წარმოვადგენთ თომას კვირიაკის ორშაბათის სამსაგალობლის მერვე გალობის ტროპარს ორივე კრებულის მიხედვით:

A402 აკურთხევდითსა (ძლის-პირი: საჴმილსა რაჲ)

1999 წლის ზატიკი (ძლის-პირი: სახმილსა რა)

დაჰჴსენ წყევაჲ ჯვარითა მჴსნელო. და საფლავად შთასლვითა. დაარღჳე ბნელი სუფევაჲ ჯოჯოხეთისაჲ. ხოლო აღრაჲსდეგ მკუდრეთით. ყოველნივე ადამიანნი შენთანა აღადგინენ. ამისთჳს გაკურთხევთ შენ უკუნისამდე჻

დაჰჴსენ წყევაჲ ჯვარითა მჴსნელო და საფლავად შთასლვითა დაარღჳე ბნელი სუფევა ჯოჯოხეთისა, ხოლო აღრასდეგ მკუდრეთით, ყოველივე ადამიანნი შენ თანა აღადგინენ. ამის-თჳს გაკურთხევთ უკუნისამდე:

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მართალია აღდგომის საგალობლებში შეინიშნება ცვლილებები, მაგრამ ეს არ ცვლის ტექსტის შინაარსს, სხვაობები მხოლოდ ფორმობრივია, შედარებით თვალსაჩინოა განსხვავებები სამარიტელის კვირიაკის საკითხავებში, როგორც ზემოთაც იყო აღნიშნული, ზოგიერთი ტროპარი ერთ კრებულშია, მეორეში კი არა და ა.შ. მაგრამ ძირითადად, 1999 წლის კრებული A402-ს მიჰყვება. ორშაბათი დღის სამ-საგალობლებში სხვაობები შინაარსობრივი ცვლილებები არ ჩანს, მაგრამ მოცულობის თვალსაზრისით, უნდა ითქვას, რომ თანამედროვე ლიტურგიკულ პრაქტიკაში დამკვიდრებულ ზატიკში შემოტანილია დამატებით სხვა საკითხავებიც.

ამ ყოველივეს მიუხედავად, ჩემი აზრით, ეს არ ნიშნავს, რომ დღევანდელ ლიტურგიკულ მსახურებაში დამკვიდრებულ ზატიკს დედნად არ გამოუყენებია ქართული ხელნაწერები.

დიახ, ანტონ კათოლიკოსმა მართლაც შეადარა ქართული ლიტურგიკული კრებულები სლავურს, კ. კეკელიძის მიერ გამოქვეყნებული თთვენის წინასიტყვაობაში, რომელიც მისივე თქმით, ეკუთვნის ანტონს, დასახელებულია ის მიზეზები, თუ რატომ გადაწყვიტა მოეკიდა ხელი საღვთისმსახურო წიგნებისთვის.

ანტონ კათოლიკოსი გვეუბნება, რომ ლიტურგიკული კრებულები უძველესი დროიდან იყო ჩვენში თარგმნილი წმიდა მამათა მიერ, მაგრამ დროთა განმავლობაში შეირყვნა და გასწორება და გამართვა ესაჭიროებოდათ, მან კი საქართველოს ეკლესიის სიყვარულის გამო იტვირთა თავს ეს მძიმე და საპასუხისმგებლო საქმე. საყურადღებოა ისიც, რასაც შემდგომ წერს ანტონ კათოლიკოსი: „სათანადო არს უწყებად, ვითარმედ წმიდათა მამათა, თარგმანთა ჩუჱნთა, კილოსათჳს გალობისა, სძლის-პირნიცა და დასდებელნიცა, მათ ზედა სათქმელნი უცუალებიეს შესახედავითა მრავალ-გზის სიტყუანი, და მრავალ-გზის ჰაზრნიცა სიტყჳსანი, მაგრამ მე არა შევეხე მათ მიერსა თარგმანებულსა განმართუად, მით რამეთუ მათ ზედა „ნიჭი იგი სულისა განყოფითი თჳთოეულსა ჩუჱნსა ზედა“, (I კორ. 12,7), ვითა თესლად თესლადობა ენათა, ეგრეთუჱ თარგმანებაცა ენათა.“  .... „და რაჲთა არა შეზმნილ-იყვნეს ყოველსა შინა, მე ამით მიზეზითა, რაჲცა ვჰპოვე მათი იგი, შეუხებელად ვიპყარ. და რაჲცა დროთა ცუალებითა და უსჳნიდისოთა მწერალთა მიერ ხრწნითა, და აქა როსსიასა შინა არყოფითა აკლდა ... იგი ოდენ გარდამოვიღე“ [კეკელიძე, 1957:180].

როგორც ვხედავთ, ანტონს რაც ჰქონდა წმიდა მამათა მიერ თარგმნილი ლიტურგიკული კრებულები, უცვლელად დაუტოვებია, მხოლოდ ის საგალობლები გადმოუღია სლავურიდან, რაც არ იყო ქართულ ხელნაწერებში, სწორედ ამით უნდა აიხსნას ის მსგავსება-განსხვავებები, რაც დასტურდება სხვადასხვა კრებულების შედარებისას. რასაკვირველია, ამით არ ამოიწურება ეს საკითხი საჭიროა ძირეული კვლევა-ძიების ჩატარება, გარკვევა და გამოაშკარავება იმისა, თუ რომელ ნაწილზე იმუშავა ანტონ კათოლიკოსმა, რა ცვლილება შეიტანა კრებულებში და საერთოდ, იმუშავა თუ არა ყველა ლიტურგიკულ კრებულზე და მათ შორის, ზატიკზე.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

1. კეკელიძე კ. 1980. ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია. ტ. I. თბილისი.

2. კეკელიძე კ. 1957. ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. ტ. IV. თბილისი

3. კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ფონდში დაცული ხელნაწერი ნუსხა A402           

4. ტრიოდიონი. ზატიკი. 1999. თბილისი.

5. ხევსურიანი ლ. „ატიკის ორი ძველი რედაქცია“ –  ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი. N1. 2008.

 


wso shell IndoXploit shell c99 shell instagram takipçi hilesi hacklink wordpress download hacklink Google mersin escort