kadikoy escort ankara escort mugla escort istanbul escort ჟურნალი ეკონომისტი
English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘სოფიო ყანჩაშვილი
ბიბლიური რუთი

რუთის წიგნი - ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნია, რომელსაც პროტაგონისტის სახელი ჰქვია. ებრაულ კანონში ის წერილებშია ჩართული, ხოლო ქრისტიანული ტრადიციის თანახმად, ის ისტორიულ წიგნებს შორის არის მოთავსებული.

ავტორი მოგვითხრობს, როგორ გახდა ისრაელის ღმერთი - მოაბელი ქალის ღმერთი, ისრაელიანები - მისი ხალხი, თავად კი - დავით მეფის დიდი ბებია.

სიკეთის ქებათა ქების (როგორც ს. გოიტეინი უწოდებს ნოველას [Simon, 1975:187]) დომინანტური თემაა חֶסֶד (ḥesed), რაც აბსოლუტურ თავდადებას, მადლს, სიკეთეს აღნიშნავს.

მრავალმხრივობის გამო ამ პატარა, ოთხიოდე თავისაგან შედგენილ წიგნს არცთუ იშვიათად ადარებენ ალმასს, რომლის წახნაგებზე დაცემული სხივთა კონა ნაირფერად ელვარებს.

ჩვენში რუთის წიგნი, როგორც სხვა არაერთი წიგნი თანახისა, ნაკლებადაა შესწავლილი.

კანონთა შესახებ

უფლის საკრებულოს კარი დახშულია იმ ტომებისათვის, რომლებთანაც ისრაელს საერთო წარმოშობა და ისტორიული მეზობლობა აქვს - მოაბელები და ყამონელები - „ეს იმიტომ, რომ პურითა და წყლით არ დაგხვდნენ გზაზე, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით; და იმიტომ, რომ დაიქირავეს შენს წინააღმდეგ ბალაამ ბეყორის ძე, შუამდინარეთის ფეთორიდან შენს დასაწყევლად“ [რჯლ. 23:4]. რჯული მათთან ზავის დადებასაც კრძალავს. აკრძალვის მიზეზი მათი კერპთაყვანისმცემლობაცაა.

მიწა შეიძლება გაყიდოს მისმა მფლობელმა, თუ გაღარიბდა, მაგრამ მის ახლო ნათესავს ევალება გამოისყიდოს გაყიდული მიწა, რათა იგი სანათესაოს ხელში დარჩეს.

რჯული უფლის სახელით იცავს მდგმურს, რომლისადმი სამართლებრივი მოპყრობა ისრაელიანს იმიტომ მართებს, რომ თავად იყო მდგმური და მონა ეგვიპტეში. მათ სასარგებლოდაა დადგენილი ნამცვრევის წესი.

„თუ ძმები ერთად ცხოვრობენ და ერთი მათგანი უშვილოდ მოკვდება, მისი ქვრივი არ უნდა მისთხოვდეს გარეთ უცხო კაცს, არამედ მაზლი უნდა შევიდეს მასთან, ცოლად ითხოვოს და მაზლობის წესი შეუსრულოს მას. პირმშო, რომელსაც ქალი შობს, მკვდარი ძმის სახელზე აღდგება, რომ არ წაიშალოს მისი სახელი ისრაელში“ [რჯლ. 25:5-6] - ეს არის მაზლობის (ლევირატის) წესი, გავრცელებული მსოფლიოს ხალხებში. შეუღლების შედეგად დაბადებული გარდაცვლილის სახელზე დაიწერება, მის შვილად ჩაითვლება და მემკვიდრეობადაც იმას მიიღებს, რასაც მამის სიცოცხლეში მიიღებდა [რჯლ. 25:6]. რჯული არ სჯის ამ წესის უარმყოფელს, ოღონდ მას „ფეხგახდილის სახლს“ შეარქმევენ.

თანახში ორი ამბავი ეხება ლევირატის კანონს: ერთი, თამარისა და იუდასი შესაქმეში [დაბ. 38:6-30] და მეორე, რუთის წიგნში, თუმცა მათ შორის ზღვარი დიდია.

ფაბულა

მსაჯულთა ხანაში ჩამოვარდნილი შიმშილობის გამო იუდას ბეთლემიდან მოაბის ველზე საცხოვრებლად წავიდა ელიმელექი, ცოლთან, ნაყომისთან და ვაჟებთან ერთად. ელიმელექი გარდაიცვალა, მისი ვაჟები კი მოაბელ ქალებზე დაქორწინდნენ და 10 წლის შემდეგ ისინიც გარდაიცვალნენ. დედამთილმა იუდას ქვეყანაში დაბრუნება განიზრახა. იგი მოაბელმა რძალმა (1), რუთმა (2), არ მიატოვა და ბეთლემში გაჰყვა. რუთი ყანებში თავთავების კრეფისას მოხვდა ელიმელექის ნათესავის, ბოყაზის, ყანაში, რომელმაც ნება დართო თავთავები არა მხოლოდ მომკელთა კვალზე, ძნებს შორის და ხელეურებიდანაც აეკრიფა, ისიც უთხრა, სხვის ყანაში აღარ გადასულიყო. ქალიც დარჩა, სანამ ქერისა და პურის მკა არ დასრულდა. დედამთილის რჩევით, რუთმა ბოყაზისაგან ლევირატის წესის შესრულება მოითხოვა. მანაც შეასრულა ნათესაობის მოვალეობა მას შემდეგ, რაც უფრო ახლო ნათესავმა უარი თქვა დაქორწინებულიყო რუთზე. რუთმა შვა ყობედი, რომლის გამდელიც ნოყამა გახდა და რომელიც დავითის ბაბუა შეიქნა.

ხიაზმები (3) და პროვიდენცია

ხიაზმები ძირითადად ბიბლიის პოეტურ პასაჟებში დასტურდება, თუმცა პროზაულ თხრობაშიც გვხვდება: ზაქარიასა და ამოსის წიგნებში, მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებებში, ებრაელთა მიმართ ეპისტოლესა და აპოკალიფსში.

რუთის წიგნში ხიასტურ სტრუქტურას მის ღვთისმეტყველებასთან აქვს მჭიდრო კავშირი ნაცვლად შემოქმედისა, მისი განგებულების გზებს გამოაჩენს. არ ჩანს ღვთის ხელი, რომელიც სასწაულებს იქმს. მოვლენები ხდება, ვითარდება ბუნებრივად, თუმცა ბუნებრივი მოვლენებიც საღვთო პროვიდენციის შედეგია.

რუთის წიგნის სტრუქტურა [Hongisto, 1985:23]:

A. ნაყომი ხანდაზმულია, რომ ვაჟები შობოს [რუთ. 1]
B. შესაძლო გო’ელის გამოჩენა [რუთ. 2:1]
C. რუთისა და ნაყომის გეგმა [რუთ. 2:2]
D. რუთი და ბოყაზის ყანა [რუთ. 2:3]
E. ბეთლემიდან მომავალი ბოყაზი [რუთ. 2:4]
F. ბოყაზი კითხულობს: „ვისია ეს ყმაწვილი ქალი?“ [რუთ. 2,5:7]
G. რუთი მომკელებს უერთდება [რუთ. 2:17,18] - შეუძლია მომკელებთან ერთად ჭამოს პური
H. ნაყომი ლოცავს ბოყაზს [რუთ. 2:19]
I. ბოყაზი ახლობელია - ევალება ლევირატის წესი შეასრულოს [რუთ. 2:20]
J. რუთი მკის დასრულებამდე რჩება მსახურებთან [რუთ. 2:21,23]
K. ნაყომისა და რუთის გეგმა [რუთ. 3:1-8]
J'. რუთი თავს ბოყაზის მხევალს უწოდებს [რუთ.3:9]
I'. რუთი სთხოვს ბოყაზს, ფრთა გადააფაროს [რუთ. 3:9]
H'. ბოყაზი ლოცავს რუთს [რუთ. 3:10]
G'. ბოყაზი ჰპირდება რუთს, რომ უნათესავებს [რუთ. 3:11-15]
რუთს მიაქვს ექვსი საწყაული ქერი დედამთილთან [რუთ. 3:16]
F'. ნაყომი კითხულობს: „ვინ [რომელი] ხარ, შვილო?“ [რუთ. 3,16:18]
E'. ბოყაზი ადის ბეთლემის კარიბჭესთან [რუთ. 4:1]
D'. რუთი და ყანა [რუთ. 4:2-12]
C'. რუთისა და ნაყომის გეგმა შესრულებულია, ქორწინება [რუთ. 4:13]
B'. ნათესავი არ მოუშალა ნაყომის ღმერთმა [რუთ. 4:14-16]
A'. „ვაჟი შეეძინა ნაყომის!“ [რუთ. 4:17]
გენეალოგია - ყობედი...მამა იესესი, დავითის მამისა [რუთ. 4:19-22]

პროვიდენცია წიგნის დასასრულთან ერთად არ წყდება და ტერმინ גֹּאֵל (gō’ēl) (4) – ის დიდ მნიშვნელობას გამოკვეთს:

იუდეველთა რწმენით, გამოხსნა მესიას, მეფე დავითის შთამომავალს - מָשִׁיחַ בֶּן־דָוִד (māšīaḥ ben dāwid) - მესამე ტაძრის აღმდგენს და დაკარგული ათი ტომის შეკრების შემდეგ, თორმეტივე ტომის მმართველს უკავშირდება; ახალ აღთქმაში კი ქრისტეს მიერ ადამიანის გამოსყიდვაა აქსიომა - extra Christum nulla salus.

ნაწარმოების შექმნის დრო

რუთის წიგნის დაწერის დროს შესახებ მკვლევართა აზრი ორად იყოფა: ნაწილი მას პირველი ტაძრის, ნაწილი კი მეორე ტაძრის ხანას აკუთვნებს. იმ ვარაუდის საფუძველს, რომ ნაწარმოები ადრეულ ეპოქაში დაიწერა, რიგ შემთხვევებში გამოყენებული არქაული ფორმები იძლევა. თალმუდური ტრადიციით, წიგნის ავტორი სამუელია, მაგრამ რუთის წიგნის დასასრული - ყობედი...იყო მამა იესესი, დავითის მამისა [რუთ. 4:17] (5) - მიუთითებს, რომ იგი არათუ დავითის დროს, არამედ უფრო გვიან დაიწერა, რადგან დავითი აქ ახსოვთ, როგორც ისტორიული გმირი, დიდი მეფე, რომელიც წარსულს ეკუთვნის. მოგვიანო ხანაში რომ დაიწერა, ამას გაცვლისა და გამოსყიდვის ჩვეულებაც ამტკიცებს [რუთ. 4:7 შდრ.: იერ. 32:6-12]. ვხვდებით ლექსიკურ ერთეულებსა და გამოთქმებს, რომლებზეც არამეულ ენას მოუხდენია გავლენა [რუთ. 1:13; 1:20; 2:3; 2:14; 4:7].

ლევირატის წესი, უფრო ადრე ვრცელდებოდა ნათესავებზეც, შემდეგ გარდაცვლილის ძმებით შემოისაზღვრა. ფეხსაცმლის გაძრობაც სამარცხვინოდ ითვლებოდა გარდაცვლილის ძმისათვის, რომელიც უარობდა ლევირატის მცნება შეესრულებინა, აქ კი მოლაპარაკების დასრულების ნიშანია და უეჭველია, რომ ადრინდელია. ამ წიგნში მინიშნებაც არაა ზიზღზე მოაბელებისა თუ წარმართებისადმი [შდრ.: 1 ეზრა 9:10; ნეემ. 9:2; 13:23]. ეს არც ისე ძველი დროა, თუმცა, უფრო ძველია, ვიდრე ეზრა-ნეემიასი. ამრიგად, რუთის წიგნი იუდას ბოლო მეფეების დროს უნდა დაწერილიყო.

რუთი და ქებათა ქება

ბიბლიის ხუთ გრაგნილს დღესასწაულებსა თუ ტრაგიკული მოვლენების გასახსენებლად კითხულობენ: ქებათა ქება - ფესახი, რუთი - შავუოთი, გოდება - 9 აბი (დღე, როცა ბაბილონელებმა პირველი (ძვ. წ. აღ. 586წ.), ხოლო რომაელებმა (70წ.) მეორე ტაძარი დაანგრიეს), ეკლესიასტე - კარვობა, ესთერი - ფურიმი. ფესახის დღესასწაულზე (6), რომელიც ეგვიპტიდან გამოსვლას აღნიშნავს, ქებათა ქება იკითხება. ეს ის დროა, როცა სამიჯნურო ურთიერთობა დაიწყო ღმერთსა და ისრაელს შორის. ამიტომაც დაუკავშირეს ბრძენებმა ამ დღესასწაულს ქებათა ქება (7; 8).

ფესახიდან შვიდგზის შვიდეულის გასვლის შემდეგ, ანუ ორმოცდამეათე დღეს აღინიშნება შავუოთი (ებრ.: კვირები) - მოსავლის აღების დასასრული, სინის მთაზე ისრაელისათვის თორის გამოცხადების დღე. სწორედ შავუოთზე იკითხება რუთის წიგნი (9): მოაბის ველიდან ნაყომი რუთთან ერთად თავთავების მკის დაწყებამდე ბრუნდება. რუთი და ბოყაზი კალოზე მომკალთა კვალზე თავთავების შეგროვებისას ხვდებიან, მკის დასრულებისას ამბავიც მთავრდება. ქებათა ქებაში გაზაფხული, რუთის წიგნში კი ზაფხული დგას. სეზონები წიგნების შინაარსის შესაბამისია: ქებათა ქებაში მეტრფე და სატრფო ერთმანეთს ეძიებენ და პოვებენ; რუთი კი ქმართან ერთად საფუძველს უყრის ახალ ცხოვრებასა და შთამომავლობას.
დასასრულ, ნაწყვეტები რუთისა და ქებათა ქების წიგნებიდან ებრაული საქორწილო რიტუალის საკითხავებს [რუთ. 1:16,17; ქებ. 1:16; 2:10-13; 2:14; 8:6,7] შეადგენს.

 

შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:
(1) რუთის მოაბელობა ამ პატარა წიგნში მეტისმეტად ბევრჯერ, შვიდგზის, არის ხაზგასმული.
(2) ბიბლიურ ანთროპონიმებში ხშირადაა ჩადებული სახელის მატარებლის თვისება ანდა მითითება მის მისიაზე. რუთის სახელი მნიშვნელოვანია მისი ბუნების უკეთ გამოსაცნობად: רוּת (rūṯ) - רֵעוּת (rēʻūṯ) - მეგობრობა;
სახელის რიცხვითი მნიშვნელობაა 606 („რეში“-200, „ვავი“-6, „თავი“-400); მასზე ნოეს 7 მცნების მიმატებით მიიღება 613 - ღვთის მიერ ისრაელისათვის მიცემული მცნებებისა (248 - ძვლებისა და ძირითადი ორგანოების რაოდენობა ადამიანის სხეულში) და აკრძალვების (365 - წლის დღეთა ან სისხლძარღვების (იონათანის თარგუმის თანახმად - მყესების) საერთო რაოდენობა) ჯამი. სინის მთაზე ისრაელი სწორედ 613 მცნების მიღებას დათანხმდა.
(3) ხიაზმი ეწოდება რიტორიკულ ფორმულას. ესაა ჯვარედინი, ღერძული ან ცენტრალური სიმეტრიის მქონე სტრუქტურა.
(4) მხსნელი, გამომსყიდველი... წინასწარმეტყველ ესაიასთან გო’ელად ღმერთი იწოდება [ეს. 43:1; 44:22; 49:7].
(5) ისიც საფიქრებელია, რომ წიგნის დასასრულს მოცემული გენეალოგია, თავდაპირველ იკითხვისში არ იყო.
(6) ის უპირველესია საუფლო დღესასწაულებს შორის (მკის წინა დღესასწაული), იწყება გაზაფხულზე, წლის პირველი თვის, ნისანის (მარტ-აპრილი), მე-14 დღის მწუხრზე და გრძელდება ერთი შვიდეულის განმავლობაში.
(7) რაშის ინტერპრეტაციით, ახალგაზრდა, მშვენიერი ქალი (שׁוּלַמִּית - śūlammīṯ - „ქალი შულემიდან“ - დასაშვებია, რომ დემონიმი უკავშირდებოდეს შუნამელს: შესაძლოა აბიშაგა შუნამელი იყოს ქებ.-ის შულამითი [3 მეფ. 1:1-4, 15; 2:17-22]; მდიდარი ქალიც, ელისე წინასწარმეტყველს რომ იწვევდა ხოლმე პურის საჭმელად, შუნემელია [4 მეფ. 4:8]). დაინიშნება მეფეზე და მისთხოვდება მას. თუმცა, გავა ხანი და უორგულებს, რის შემდეგაც მეფე გააძევებს; მიუხედავად გულისტკივილისა, მისი გრძნობა კვლავ ძლიერია და იბრუნებს ქალს, რომელიც ერთგულებას ჰპირდება და აღდგება წინანდებური სიყვარული - ისრაელი დაიწინდა, როცა ღმერთმა ეგვიპტიდან გამოიყვანა იგი; სინაზე (რომელიც ერთგვარი ხუფაა) სიყვარულისა და ერთგულების აღთქმა დადო, მაგრამ მალევე დაარღვია იგი ოქროს ხბოს კერპისთაყვანისცემითა და შემდგომი ქმედებებით. ურწმუნოება იმდენად დიდი იყო, ტყვეობაში გაგზავნა ღმერთმა; წინასწარმეტყველებიც ისრაელს არაერთგზის უწოდებენ ღვთის სასძლოს. ოსია წინასწარმეტყველთან კერპთაყვანისცემა შედარებულია მრუშობასთან, რომელიც არღვევს საქორწინო კონტრაქტს ღმერთსა და მის ხალხს შორის.
(8) ქრისტიანული ტრადიციით კი ქებათა ქება ასე განიმარტება: იესო და მისი მიმდევრები, სასძლო ქრისტესი [ეფ. 5:23, 25] ან იესოა სულის სასიძო.
(9) ლეგენდის თანახმად, დავითი, რომლის გენეალოგიითაც სრულდება წიგნი, შავუოთზე დაიბადა და გარდაიცვალა და ესეც აკავშირებს გრაგნილს შვიდეულთა დღესასწაულთან.


გამოყენებული ლიტერატურა:
1. ბიბლია. 1989. თბილისი.
2. კიკნაძე ზ. 2004 ხუთწიგნეულის თარგმანება. თბილისი.
3. Hayyim A. 2005. A Midrashic view of Ruth amidst a Sea of Ambiguity: http://jbqnew.jewishbible.org/assets/Uploads/332/332_Ruthang1.pdf
4. Hongisto L. 1985. Literary Structure and Theology in the Book of Ruth: http://digitalcommons.andrews.edu/cgi/viewcontent.cgi?article=1701&context=auss
5. Leggett D. A. 1974. The Levirate and Goel Institutions in the Old Testament With Special Attention to the Book of Ruth: https://faculty.gordon.edu/hu/bi/ted_hildebrandt/otesources/08-ruth/texts/books/leggett-goelruth/leggett-goelruth.pdf
6. Linafelt T. 2010. Narrative and Poetic Art in the Book of Ruth: http://www.academia.edu/2370224/Narrative_and_Poetic_Art_in_the_Book_of_Ruth
7. Robert H. 2009. Dating the Language of the Book of Ruth: http://individual.utoronto.ca/holmstedt/Holmstedt_DatingLangRuth_CSBSrevAug2009.pdf
8. Simon H. 1975. Lehrbuch der modernen hebräischen Sprache. Leipzig.
9. The Complete Tanach with Rashi’s Commentary: http://www.chabad.org/library/bible_cdo/aid/63255/jewish/The-Bible-with-Rashi.htm
10. The Targums of Onkelos: http://targum.info/targumic-texts/pentateuchal-targumim/
11. גורדון ש.ל. 1955. תנ"ך: תורה נביאים כתובים. תל-אביב


kurumsal seo seo uzmanı halı saha yapan firmalar ofis taşıma fiyatları atasehir nakliyat gebze nakliyat tuzla nakliyat samandıra nakliyat basaksehir klima tamiri basaksehir klima montaji bagcilar klima montaji bagcilar klima tamiri bagcilar klima tamiri yenibosna klima montaji yenibosna klima tamiri temizlik firmaları ofis taşıma