English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 6 ∘ მეგი კაზეიშვილი
ირონია ვახტანგ ჯავახაძის პოეზიაში

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში იბადება თაობა, რომელმაც შექმნა ახალი ლიტერატურული სამყარო, შეაბიჯა მოდერნისტულ სამყაროში და ქართულ მწერლობაში სრულიად ახალი სიტყვა თქვა. ამ თაობას მიეკუთნებოდნენ ისეთი მნიშვნელოვანი შემოქმედები, როგორებიცაა: თამაზ ბიბილური, ტარიელ ჭანტურია, გივი გეგეჭკორი, რევაზ ინანიშვილი და ა.შ. სწორედ მათ შორისაა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრისა და ოცდამეერთე საუკუნის თვალსაჩინო წარმომადგენელიც, ვახტანგ ჯავახაძე, მისი მხატვრული შემოქმედება მოიცავს ესეს, მინიპოემას, პოეზიასა და რომანს. ჩვენ განვიხილავთ ვახტანგ ჯავახაძეს, როგორც პოეტს და მისი პოეზისთვის დამახასიათებელ მნიშვნელოვან მხატვრულ თავისებურებას, ირონიულ-პაროდიული დამოკიდებულებას. ეს თავისებურება იგრძნობა ზოგადად მის ლექსებში, იქნება ეს ადრეული ხანისა თუ გვიანი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ტენდენციამ მოგვიანო პერიოდში უფრო იჩინა თავი
ზოგადად, ვახტან ჯავახაძის მხატვრული საშუალებები ძალიან მრავალფეროვანია: ტავტოლოგია, ანტონიმია, რიცხვითი ლექსები, გრამატიკული ტერმინილოგიით მეტყველება, ნეოლოგიზმები, ჟარგონები, გრამატიკული წესების განგებ დარღვევა, მხატვრული შედარებები, სიტყვათა თამაში, ირონიულ-პაროდიული მანერა და ა.შ. როგორც ვხედავთ, ერთფეროვნება ყველგან დაძლეულია. მათზე საუბარი დიდხანს შეიძლება. თუმცა, ყურადღება უნდა შევაჩეროთ მკვეთრად შესამჩნევ თავისებურებაზე, რომელთა შორისაა ირონიულ-პაროდიული მანერა.
ირონია მოდერნიზმს არ მოჰყოლია, ეს ნაცნობი იყო ადრეული პერიოდის მიმდინარეობისთვისაც, თუმცა ვახტანგ ჯავახაძე ამ საშუალებით სრულიად ახალ სიტყვას ამბობს. პოეტი ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობს ამის შესახებ და აღნიშნავს: „საერთოდ, ირონია და სარკაზმი ძალიან მომწონს ლიტერატურაში. სერვანტესიც ამ ხერხს მიმართავდა.ეგ შინაგანი მიდრეკილებაა. ირონიულ ლექსებს არასერიოზულ ლექსებს უწოდებდნენ და სერიოზულად არავინ არ წერდა მათ. გალაკტიონსაც აქვს ირონიული ლექსი, თუმცა არ დაბეჭდა, იმიტომ, რომ ირონიული იყო. ეგონა, რომ ასეთი ლექსი არ უნდა დაბეჭდილიყო. მე და ტარიელმა დავბეჭდეთ ირონიული ლექსები ერთხელ. რომ დაიბეჭდა, დარეკეს საპატრიარქოდან და საყვედური უთხრეს მწერალთა კავშირს, ეს არ უნდა დაგებეჭდათო. ამაზე მეტი კრიტიკა რა უნდა იყოს.“ [ღვინეფაძე, 2019:66] ამ სიტყვებიდან აშკარად იკვეთება, რომ პოეტისათვის ირონიული სტილი, როგორც სათქმელის გამოხატვის საშუალება, ძალიან მნიშვნელოვანია. პოეტის დამოკიდებულების წარმოსაჩენად მისი ერთ-ერთი უსათაურო ლექსიც უნდა მოვიხმოთ და ამ საკითხზე საუბრისას შესაძლოა საპროგრამოდაც კი მივიჩნიოთ:
„უკვდავების გარანტია:
მაჟორს მოსდევს მინორი!
პაროდია პარადია,
ირონია – მირონი.
დაუდგებათ დრო და დრონი
ნიღბებიან განჯინებს,
ატომმა და ნეიტრონმა
თუ ვერ გადაგვარჩინეს,
და სიცილი გადაარჩენს
ჩვენს ცოდვიან გვარ-ჯილაგს,
თუკი სილამაზემაც
ვეღარ გადაგვარჩინა. [ჯავახაძე, 2012:241]
ჩვენ ზემოთ ვთქვით, რომ ჯავახაძის ლექსები ირონიულ-პაროდიულია, პაროდიულობაზე კი, როგორც ნუგზარ ზაზანაშვილი აღნიშნავს: „მხოლოდ იმავე ირონიულობის (ფართო გაგებით) “ქოლგის ქვეშ” შეიძლება ვისაუბროთ, მაგალითად, რომელსამე ძველი ტექსტისადმი თუ “პერსონაჟისადმი” ირონიულ დამოკიდებულებაზე, მის პაროდირებაზე თუ პოეტურ დეკონსტრუქციაზე; ხოლო რასაც საბჭოთა კრიტიკა და ფართო მკითხველი გულისხმობდა და გულისხმობს – ეს უფრო სატირაა, ხშირად გროტესკამდე, კარიკატურულობამდე მიყვანილი სატირა. ჯავახაძეს, სოციალურ-პოლიტიკური დისკურსით, ბევრი ასეთი დასამახსოვრებელი ლექსი აქვს შექმნილი და ამ თვალსაზრისით ის, ჩემი განცდით, ილიას და აკაკის უშუალო მემკვიდრეა.“ [ზაზანაშვილი, 2021]
ირონიულ-პაროდიული ლექსების თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანია. უპირველესად ავტორი თვითირონიის დიდოსტატია, ამიტომ, განხილვა სწორედ ასეთი ლექსებით უნდა დავიწყოთ. 1960 წელს დაწერილ ერთ-ერთ უსათაურო ლექსში, რომელსაც ოდნავი ეროტიკული ელფერი დაჰყვება, ავტორი საკუთარ ქცევას თვითირონიით აფასებს და თავს ჯელტმენს უწოდებს:
„და მე სიტყვას და ადგილს დავეძებ,
და მხოლოდ ადგილს ვპოულობ შემდეგ,
შემდეგ გავდივარ სუფთა ჰაერზე,
როგორც შეჰფერის ჭეშმარიტ ჯენტლმენს.“ [ინტერნეტ წყარო]
ასევე თვითირონია იგრძნობა ლექსში სადაც ავტორი დასცინის საკუთარ თავს და ქართული ანდაზის ალუზიით აღნიშნავს:
„თუ მომატყუეს თვალმა და ყურმა,
კვლავ უნდა ჩავრგო წიგნებში ცხვირი,
მე კარგად ვიცი, რა არის ხურმა,
მაშასადამე არა ვარ ვირი.“ [ინტერნეტ წყარო]
მსგავსი ხასიათის მატარებელია 1985 წელს დაწერილი შემდეგი ლექსი, რომელშიც ავტორი სხვების „გადიდგვარიანებაზე“ და საკუთარი თავის „გაუდიდგვარიანობაზე“ გვესაუბრება. ეს თვითიორნიცაა და ირონიაც, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების მიმართ :
„ბევრი გადიდგვარიანდა,
მე ვერ გავდიდგვარიანდი,
მე ვარ ჩემი პაპისპაპის
უარესი ვარიანტი.“ [ჯავახაძე, 2012:48]
ირონიული მანერა სხვადასხვა თემის ლექსებში იკვეთება, ერთ-ერთია ზოგადი ხასიათის 1979 წელს დაწერილი ლექსი „ერთნაირად არ ანათებს“, აქ ავტორი სამყაროში არსებულ რეალურ, მაგრამ, ზოგჯერ პარადოქსულ, ურთიერთსაპირისპირო მოვლენებში იჭრება და ირონიულად ხატავს მათ:
„და ამაყი ათეისტი
თეორიებს აგვირისტებს,
ხელში ხატი უკავია
პირწავარდნილ ანტიქრისტეს“ [ჯავახაძე, 2012:33]
ვახტანგ ჯავახაძის შემოქმედება სიმართლეს ემსახურება, მან სწორედ ეს სიმართლე ამხილა ირონიული ტონით. როგორც ნუგზარ ზაზანაშვილი აღნიშნავს : „პოეტი ადრეც მაინცდამაინც არ ერიდებოდა და არც ახლა ერიდება ძლიერთ ამა ქვეყნისა, სკამის და ფულის მოყვარულებს.“ [ზაზანშვილი, 2021] ლექსში ეს მხილება ასე გამოვლინდა:
„ესე პარლამენტარი ქუჩაშიაც ნაგლია,
და ქუჩაში არა მარტო მიკროფონი აკლია.
უცებ – უმიკროფონო! – შიშველია! შიშველი! –
არაფერი ეშველება, ისემც ღმერთი გვიშველის!
და ფეხებსაც ვერვინ მოსჭამს, თუკი შემოგვიტია,
იმ ფეხებსაც, რომელზედაც ეს ქვეყანა ჰკიდია.“ [ინტერნეტ წყარო]
ირონიული ლექსებიდან ზოგი ვრცელია, ზოგიც იმდენად მცირე, რომ ერთსტროფიანიც კია. ასეთია ერთი 1976 წელ დაწერილი უსათაურო ლექსი. პოეტი თვალთმაქცობას, თვალის მოტყუებას, შეცდომას და სხვა თვალისმომატყუებელ გარემოებებს ამხელს ირონიულად:
,,- რა იცვლება ქორწინების შემდეგ
როგორია კომერსანტის აზრი?
-ჩვენ ვყიდულობთ რაფაელის შედევრს,
აღმოჩნდება რაფაელის ასლი“ [ჯავახაძე ,2012:23]
სიამაყე, ამპარტავნება ის თვისებებია, რომელთა მხილება ბევრმა პოეტმა მოახერხა, მათ შორის არის ჯავახაძე, რომელიც ირონიის გამოყენებით დასცინის ისეთებს, რომლებიც ზედემეტად კუდაბზიკობენ:
ისე მიიჭრა მიზანთან,
როგორც მრისხანე დრაკონთან,
ბუზს არასოდეს ისვამდა
თავზე, რომელიც არ ჰქონდა.“ 1973წ. [ჯავახაძე, 2012:16]
ზოგჯერ პოეტის ტონი უფრო მკაფიო და მკაცრია, ზოგჯერ მსუბუქ ირონიას იყენებს, როგორც ელენე ღვინეფაძე აღნიშნავს: „ზოგიერთი მათგანი არ არის ირონიულ-პაროდიული სტილით დაწერილი, ან ირონია მსუბუქია. ზოგჯერ ავტორი გაზვიადების ხერხის მოშველიებით ახერხებს სათქმელის ლაკონურად გამოხატვას“
,,აქვს ფანტაზია ბავშვის,
ცაში დაეძებს სოროს,
სამსართულიან სახლში
მეცხრე სართულზე ცხოვრობს’’ 1973წ. [ჯავახაძე, 2012:13]
როგორც ვხედავთ, ვახტანგ ჯავახაძეს ახასიათებს ირონიული ტონი, რომელიც სხვადასხვა თემის ლექსებს ერგება და მათ შორის დიდია თვითირონია. ირონიაზე საუბარი კი ტარიელ ჭანტურიას სიტყვებით უნდა დავასრულოთ, რომელიც ამბობდა : „რაც შეეხება საკუთრივ ირონიულპაროდიულ ნაკადს, ამ თვალსაზრისით ყველაზე საინტერესო და ჯეროვნად შეუსწავლელი პოეტი ერთია ჩვენში ამაჟამად: ვახტანგ ჯავახაძე.’’[ჯავახაძე, 2012:4]


გამოყენებული ლიტერატურა:
ზაზანაშვილი ნ. „თამაში და მელანქოლია“, გამომცემლობა „არილი“, 2021
ღვინეფაძე ე. „ვახტან ჯავახაძის ლიტერატურული მემკვიდრეობის ძირითადი მიმართულებანი“, თბილისი, სამაგისტრო ნაშრომი, 2019
ჯავახაძე ვ. ,,ვახტანგური’’, თბილისი, გამომცემლობა ,,საარი’’,2012

ელექსტორონული რესურსი:
http://urakparaki.com/?m=4&ID=10529
https://artinfo.ge/2020/05/rthulia-ar-daethankhmo-vakhtang-javakhadzes
http://arilimag.ge/%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%96%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90/


bahçe dekorasyonu evde ek gelir eskişehir haber sondakika haberleri magazin haberleri seo sorgulama site analiz seo analiz google sıra bulucu backlink sorgulama sunucu tarama çekiliş çekiliş sitesi Who is html kod şifreleme seo hacklink hacklink satış hacklink panel youtube video indir instagram video indir facebook video indir wso shell php shell hacklink hacklink panel hızlı seo hacklink seo nedir wso shell instagram takipçi hilesi instagram takipçi hilesi
Warning: file_get_contents(): php_network_getaddresses: getaddrinfo failed: Name or service not known in /var/www/html/index.php on line 108

Warning: file_get_contents(https://seolink.in/data.php?x=asj.tsu.ge): failed to open stream: php_network_getaddresses: getaddrinfo failed: Name or service not known in /var/www/html/index.php on line 108