English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი9 ∘ გიგა ბაქრაძე

ენქი და სამყაროს წესრიგი

ენქი და სამყაროს წესრიგი არის შუმერული ტექსტი, რომელიც შეტანილია შუმერული ლიტერატურის ელექტრონულ კორპუსში (ETCSL) ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ, კატალოგის ნომრით: c.1.1.3. ტექსტი თიხის ფირფიტებზე კარგადაა შემონახული და შედგება 472 სტრიქონისგან. ნაწარმოები დაახლოებით ძვ.წ. II ათასწლეულის ადრეული პერიოდითაა დათარიღებული და მომდინარეობს შუმერული ქალაქი ნიფურიდან, რომელიც, დღევანდელი სამხრეთ ერაყის ტერიტორიაზე მდებარეობს [Jerrold S. Cooper, 2024. 5].
ეს არის მითოლოგიური ტექსტი, რომელიც ასახავს შუმერების გაგებას ღვთაებრივი წესრიგისა და მისი გამოვლინების შესახებ საზოგადოებაში. [Richard E. 2003. 3] ტექსტში აღწერილია შუმერული პანთეონის უმნიშვნელოვანესი ღმერთები და მათი ფუნქციები სამყაროს წესრიგთან მიმართებაში, მათი მნიშვნელობა ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში. შინაარსიდან ვიგებთ რიტუალური პრაქტიკების შესახებ, რაც შესაძლოა მიგვითითებდეს საზოგადოებრივი ნორმებისა და ღვთაებრივი ავტორიტეტის გაძლიერებაში მათი მნიშვნელობის შესახებ. ტექსტში მოხსენიებულია სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილები, რომელიც ძირითადად ეკუთვნის შუმერული კულტურის გავრცელების არეალს. აქ ასევე ნახსენებია ქალაქები, რომელთა ადგილმდებარეობა ბუნდოვანია ან ისინი წარმოადგენენ მითიურ ქალაქებს. რამდენიმე მათგანი სავარაუდოდ მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე.
ტექსტი შინააარსიდან გამომდინარე ოთხ ნაწილად შეიძლება დაიყოს, რომელიც იწყება ავტორის ქებით ტრიადის ერთ-ერთი ღმერთის ენქისადმი და მთავრდება შუმერის უმნიშვნელოვანესი ქალღმერთი ინანას საყვედურით ენქისადმი მისი ფუნქციის მნიშვნელობის შესახებ.
ენქი და სამყაროს წესრიგი
(შუმერული ტექსტის „ენქი და სამყაროს წესრიგის“ მხატვრული თარგმანი)

1. მაღალი ბატონი ცისა და მიწის, უზენაესი
2. მამა ენქი, ხარისგან დაბადებული, ველური ხარისგან შობილი.
3. დიდი მთა, ენლილის მიერ დალოცვილი, ან-ის მიერ (შეყვარებული)“
4. მეფე, მეშ ხე აბზუში აღმართული,ქვეყნად აღზევებული
5. უშუმგალი, ერიდუში დავანებული
6. მისი ჩრდილი ფარავს ცასა და მიწას
7. „ვენახი“ შუმერის მიწებზე გადაჭიმული
8. დიადი ენქი, ანუნა ღმერთების დასის ბატონი
9. ნუდიმუდი, ე-ქურის ფეშ-გალი, (ყოვალი აზრი, გული, გრძნობა) ცასა და მიწაზე.
10. დიდებული ტაძარი ე-აბზუ, დაარსებული აბზუში, ცისა და მიწის საყრდენი
11. ენქის ერთი შეხედვა (თვალის აღმართვა) ამრავლებს მთის გულს
12. რომელმაც შვა კამეჩები და ირმები
13. რომელმაც შვა ცხვრები და კანჯარი
14. მდელოზე [და] მთის გულის სიღრმეში
15. მწვანეში, სადაც კაცი არ შესულა
16. თვალს დაადგამ ქვეყნის გულს, როგორც გაპობილ ლერწამს.
17. დღეებმა ჩაიარა, თვეებად იქცა, წელიწადი (ღმერთს) ჩაბარდა
18. რათა კრებას დღეების ბედი გადაეწყვიტა
19. რომ განესაზღვრა დღეები
20. მამაო ენქი, შენ ხარ ქვეყნის [შეკრებილი ხალხის] მეფე
21. თქვი! (პირი გააღეთ,) რომ გამრავლდეს ყოველი და დამკვიდრდეს სიმრავლე!
22. შენი ტოტები [...] მწვანეა მისი ნაყოფით, როგორც ტყე შემოსილი(ბამბის სამოსით)
23. [...]ღვთაებათა ადილზე (საკურთხეველზე) განათავსებენ, გიძღვნიან.
24. ... რაც დაადგინე მისი ტყითაა შემოსილი
25. კარგი ცხვრები და კარგი ბატკნები პატივს მიაგებენ [იკრიბებიან] ღვთაებრივ ადგილს
26. ავსებენ (მოხნულ) მინდორს
27. [შენ] დაადგინე ბოსლის და ბეღლის მარცვლის გროვით გავსება
28. (სადაც) ბოსელში არის ცხვრები, არის კარაქი, არის ზეთი,
29. სადაც მეცხვარე მღერის ტკბილად
30. სადაც მწყემსი ყოველდღე არხევს სადღვებელს
31.მწუხრის შესაწირი (ვახშამი) დევს ტაძარში [თავის ადგილას]
32. შენი სიტყვა აძლიერებს ახალგაზრდა კაცის გულს შენს ძალასავით
33. სქელრქიანი ხარივით აწვება მიწას
34. შენმა სიტყვამ (შენსავით) მიანიჭა ახალგაზრდა ქალს ბრწყინვალება
35. ქალაქის ხალხი გზააბნეული
36. ერთად გეგებება

37. 1 სტრიქონი ბუნდოვანია

38. ამაღლებულმა ბატონმა სიტყვა გაავრცელა
39. გააბედნიერეთ ბატონის გული
40. ენლილმა დიდმა მთამ ბრძანა.
41. ენქიმ ერიდუს დიდმა მიწის ბრძენმა ბატონმა,
42.მიწის ორნამენტი მოხაზა, ერიდუ შექმნა
43. ვინც გადაწყვიტა ბედისწერა და ადგილი მიუჩინა
44. დაწერა დღე, მთვარე დააბრუნა სახლში
45. დაადგინა მთვარის ნათელი მთელს ქვეყანაზე
46. [(ქვეყნად) საცხოვრისი ხალხის, ზის
47. ვარსკვლავთა მწყემსი (მთვარე).
48. სრულყო სამყარო ხელით]
49.კაცთა მოდგმა დააბრუნა
50. იარაღი გაიტანა მათი სახლებიდან
51. ხალხზე ბატონობა დააფუძვნა
52. მამა ენქიმ ხალხისთვის კარგი თესლი გამოყო
53. ნუდიმუდმა დაბადა კარგი ცხვარი, კარგი ბატკანი
54. დაბადა კარგი ძროხა კარგი ხბო
55. დაბადა კარგი თხა
56. დაადგინა რომ მათ მუდამ იარონ.
57. მარცვლის გროვა გაამრავლა
58. დამწვარ მიწაზე.
61. დიადი ენქი, აბზუს ბატონი, ჭეშმარიტი სიტყვის მთქმელი
62. მამა, მეფე ცისა და მიწის
63. ცასა და მიწაზე მოარული.
64. დიდო ძმა მიწის მეფევ
65. ჩემს ხელში აღმოაჩინე
66. ე-ქური ენლილის სახლი.
67. ყოველისმომცველი აბზუ - ერიდუში
68. გარეულმა ხარმა, წყლის მიმართულების მიმცემმა, მამა ღმერთის პირმშომ
69. შტორმის მპყრობელმა, მიწის ძლიერმა ბატონმა
70. უზენაესმა ხელმწიფემ, მიწის ბელადმა
71. უფროსმა ძმამ, ყოველის სრულმყოფმა
72. მიწას და სამოთხეს ბეჭედი დაადო
73. ესმის ყოველი და სრულქმნის.
74. ანის ცის მეფის სწორი, ღვთაებრივი (სამოთხე) ტახტი დაიდგინა (კანონი)
75. ენლილიმა სიკეთის (კარგი ბედისწერა) გადაჭრა დაუდგინა,
76. ბედის გადაწყვეტა, დღის შესვლა-გასვლის ბედი გადაჭრა,
77. ნინთურისგან ზრუნვით ჭეშმარიტად ვარ სახელდებული
78. ნინხურსაგისგან ვარ შექებული
79. მე ვარ უპირველესი ანუნა ღმერთებში
80. მე ვარ პირმშო (პირველს მებოძა სიცოცხლე ) ბრწყინვალე ანისა
81. მას შემდეგ რაც ბრწყინვალე ბატონმა
82. დიდმა უფლისწულმა განაცხადა
83. ანუნა ღმერთები იდგნენ და ლოცავენ.
84. იდგა ფეხზე ყოვლისშემძლე (ყველა მე-თა) ბატონი.
85. დიდება ენქის, ვინც იღებს გადაწყვეტილებას
86. ორმაგი ბედის, მე-ების გამხარებელი.
87. ენქი, აბზუს დიდი ბატონი, ხმამაღლა ამბობს
88. მე ვარ მართლის მთქმელი ბატონი ვინც სიმართლე დაადგინა
89. ჩემი სიტყვით ცხვრის ფარა გამრავლდება
90. როცა ავმაღლდები უხვი წვიმა წამოვა,
91. როცა შევეხები მიწას, ის აივება წყლით,
92. როვა შევეხები მდელოს ის აივსება სიმწვანით,
93. ჩემი სიტყვა ამრავლებს ხორბალს,
94. მე ავაშენე ჩემი სახლი, წმინდა და დავარქვი კარგი სახელი,
95. მე ავაშენე აბზუ, სალოცავი,
96. მე ავღმართე სახლი წმინდა ადგილას,
97. ჩემი სახლის ჩრდილი შორს წვდება
98. კობრი თავის კუდს შორს აქნევს [ეხება]
99. ბეღურა ჭიკჭიკებს თავის ბუდეში
100. მეფე (ხე) ცას წვდება (ეკიდება)
101. მე ვარ ენქი, რომლის წინ დგანან და ადიდებენ
102. ბრძენი ქურუმი, რომელიც ხედავს
103. შორეულ დღეებს
104. და სიბრძნის მცველი ქურუმი, არიან თანასწორნი
105. და ისინი აკურთხებენ მდინარეს
106. შელოცვის (ჯადოსნური) სიმღერა ანათებს აბზუს
107. მივყავარ აბზუში.
108. ბედნიერი სიმღერა, რომელიც გულიდან მოდის
109. გული მიმიძღვის მაგიურ ადგილას
110. საითაც ვუმზერ და სადაც მიმიწვდება ხელი
111. ნიჩბოსნები უსვამენ ნიჩბებს დარტყმის ხმაზე
112. ნავებზე მიმღერიან ბედნიერ სიმღერებს
113. dniĝir-sig7 ენსი ნავზე დგას
114. და უჭირავს ოქროს სკიპტრა ხელში
115. მე ვარ ენქი, მიწისქვეშა წყლების გამგებელი
116. უპირველესი ბატონი
117. მე ვარ ენქი, რომელსაც მეკუთვნის მიწა
118. ბედისწერის გამგებელი

119-122. სამი სტრიქონი ბუნდოვანია

123. ქებას მათქმევინებს მწვანე კედარი
124. მელუხას, მაგანის და დილმუნის მიწებმა
125. მე, ენქის მიყურონ
126. ნავმა ხით დატვირთულმა დილმუნიდან
127. ნავმა მაგანიდან მოსულმა
128. ნავმა მელუხადან
129. მოიტანონ დამუშავებული ოქრო და ვერცხლი
130. ნიფურში ენლილისათვის
131. ვისაც არ აქვს ქალაქი, ვისაც არ აქვთ სახლი
132. მართუ აჩუქებს მათ ცხოველებს
133. დიდია უფლისწული მიწის მპყრობელი,
134. ანუნა ღმერთები აქებენ
135. ბატონს, წმინდა მეების მატარებელს
136. მრავალრიცხოვანი მეების მქონეს, რომელიც მყარად დგას
137. ცისა და მიწის ყველა კუთხეში.
138. მას ვისაც ხელი მიუწვდება ერიდუს ბრწყინვალე მიწებზე და დიდებულ მეებზე.
139. დიდება ენქის - ცისა და მიწის ბატონს.
140.უფლისწულები, დიდი მიწების მპყრობელნი
141. დიდებული ბატონი თავის ტახტზე
142. ერიდუს ქურუმები
143. შუმერის ქურუმები
144. ადიდებენ აბზუს,
145. მამა ენქის მიწაზე დგანან
146. ტაძრის მსახურები
147. და ამბობენ მის სახელს
148. საკურთხეველში ადიდებენ წმინდა აბზუს
149. მოაქვთ ღვიის გული, სამოთხის მცენარე
150. და აწყობენ მდინარის კალაპოტში
151. ააგებენ ერიდუს დიად საფეხურებს და ნავსადგურებს
152. შეიკრიბება ბევრი საუკეთესო პირუტყვი (თხა) ნავასადგურში
153. მის ბრწყინვალე საკურთხეველში
154. ლოცვას აღავლენენ

155-161: შვიდი სტრიქონი ბუნდოვანია

162. ენქისთვის, ... შეჯიბრი
163. შუხურმაშ თევზი და კობრი ერთმანეთს ეთამაშებიან.
164. დიდი უფლისწულისთვის იქმნას მეორე შეჯიბრი
165. ეშთუბ თევზი კუდით ლერწამს ეხება
166. დიდო მმართველო, დიდი ბატონი აბზუსი
167. რომლის ჩრდილიც მიწას ეფინება
168. დიდი კვერთხი რომელიც აღმართულია დიად მიწებზე
169. ბატონი, მმართველი მიწისქვეშა წყლების
170. რომლის საზღვრებიც დადგენილია
171. მეშ ხე, რომელიც აბზუშია, ადიდებენ
172. ერიდუს ბრწყინვალება დიდია, საიდაც ადგილია განსაკუთრებული მე-ების
173. ენლილის რჩეულ შვილს
174. მიუწვდება ხელი
175. გმირი, რომელსაც ადიდებენ

176-181: 6 სტრიქონი წაშლილია

182. სირსირი, მენავე
183. ბატონის ნავი
184. ნიგირ-სიგი ნავის ბატონი
185. ხელში უჭირავს სკიპტრა მანათობელი
186. ენგურის 50 ლახამა [ლამაზად უმღერს მას]
187. მენავეები ურტყამენ ხმამაღლა, როგორც გამ-გამ ჩიტი
188. ბატონი, მამა ენქი, დგას ქვეყნად
189. დიდი მიწების უფლისწული ქვეყნად ბატონობს
190. ვინც ბატონობს მის მიწასა და ცაზე
191. ენქი, რომელმაც ბედისწერა გადაწყვიტა
192. შუმერის მიწა, დიდი მთა, მიწისა და სამოთხის
193. ხალხს აძლიერებს დილიდან საღამომდე
194. დიდი მეები ვის ხელშიც არის
195. ვისი გულიც შეუცნობელია
196. ცოდნის წყარო, ჭეშმარიტი ღმერთების შობილი მიწა
197. რომელმაც შვა მეფეები
198. რომელმაც შვა ბატონები
199. დიადი ბატონი, რომელიც ზის ანთან ერთად ცის კვარცხლგებზე
200. მამა ენლილი, დიდი მიწების მეფე
201. კედარივით სრულყოფილი, დაადგინა ქვეყნად
202. დიდი ანუნა ღმერთები
203. გულით ლოცავენ
204. gigguna-ს ტაძრის ეულ ხეებს შორის.
205. შუმერი, რომლის ტაძრის ბოსელი სავსეა ძროხებით
206. ცხვარი რომელიც გამრავლდება თავის სამყოფელში
207. gigguna სამოთხის მსგავსი
208. სახლი ჭეშმარიტი, რომელიც ცას შეწვდომია
209. ანუნა ღმერთებმა [მისი] ბედისწერა გადაწყვიტეს
210. ტაძარი ურის მიწაზე აღმართა
211. ენქიმ აბზუს ბატონმა, რომელმაც ბედისწერა გადაწყვიტა
212. ქალაქი, რომლიც ფლობს ყოველივეს, განბანილია წყლით,
213. მისი სიუხვე გადაუვლის მთებს
214. კვიპაროსის ტყეების ფართო ჩრდილს (ფარავს)
215. შენი მეები სრულყოფილია, თანასწორი
216. ენლილი დიდი მთა, დიდებული ბატონი ცისა და მიწის
217. ქალაქი, რომლის ბედი ენქიმ გადაწყვიტა
218. ურის ტაძარი, რომელიც ღმერთებს წვდება
219. მან მოიცვა მელუხას მიწაც.
220. ენქიმ აბზუს სიბრძნის ბატონმა, რომელმაც ბედისწერა გადაწყვიტა
221. შავ მიწაზე გაიზარდოს დაიდი მეშ ხეები
222. რომლისაგან შექმნილ ტახტზეც დაჯდეს მეფე თავის სასახლეში
223. მათი ლერწამი იყოს დიდი
224. გმირი თავისი იარაღით, ბრძოლის ველზე
225. ხარივით არის
226. მისი ხმა გარული ხარის ხმა არის
227. მეების უზენაესი ღმერთის ხელმა სრულყო
228. დაე მთის დურაჯებმა ატარონ სარდიონის ბუმბული
229. შენი ფრინველები იყვნენ ფარშევანგები
230. მათმა ხმამ მოიცვას სასახლე
231. შენი ოქრო გამრავლდეს
232. შენი სპილენძი და კალა იქცეს ბრინჯაოდ
233. იქ სადაც იქნები
234. გამრავლდეს კაცობრიობა
235. შენი მკვიდრნი იყვნენ ხარის მძლევენლი

236-237: ორი სტრიქონი ბუნდოვანია

238. მან განწმინდა და გაანათა დილმუნის მიწა,
239. მან დასვა ნინსიქილა წინამძღოლად
240. მან აავსო სალოცავი, თევზის ქვირითით, თევზი გაამრავლა
241. მინდვრად ფინიკის პალმა გაამრავლა
242. ელამი და მარხაში
243. თევზებივით ერთად ჭამენ (დამეგობრება)
244. მეფობა ენლილმა დაუდგინა
245. კედელი დაშალეს
246. მათ შეაგროვეს ოქრო, ლილა ქვა სახლში [ტაძარში]
247. ენლილისთვის, ნიფურში ყოველი მიწის ბატონისთვის
248. ვისაც არ ქონდა სახლი
249. ენქიმ გაამრავლა მათთვის ცხოველები, მართუს მკვიდრთათვის
250. მას შემდეგ რაც მიმართა თავისი მზერა
251. ენქიმ ევფრატისაკენ
252. დადგა როგორც ძლიერი ხარი
253. აღმართა ასო
254. და ტიგროსი აივსო წყლით
255. თქვა და ახმაურდა ქვეყნად მორიელი, ძროხა
256. ტიგროსი ... ძლიერი ხარივით დაიძრა
257. აღმართა ასო საქორწინო საჩუქარი
258. ტიგორსი ... გარეული ხარივით ბედნიერი ... და იშვა
259. კარგი წყლები, მისი ლუდი იქნება კარგი.
260. უხვი ბალახი ჩაისახა, რომელსაც ხალხი შეჭამს.
261. ექური, ენლილის სახლი აივსო ბარაქით
262. ენლილი ბედნიერია ენიქით და ნიფური გახარებულია
263. ბატონმა დაიდგა ბატონობის გვირგვინი
264. როგორც მეფობის სიმბოლო
265. მის მარცხენა მხარეს
266. და იქმნა სიმრავლე
267. მას, ვისაც ჭეშმარიტი სკიპტრა უპყრია
268. ვისაც აპურებს ევფრატი და ტიგროსი
269. კეთილდღეობა
270. იფრქვევა მისი სასახლიდან, როგორც ზეთი
271. აბზუს ბატონი, რომელმაც ბედისწერა გადაწყვიტა
272. ენბილულუ არხის ბატონი, წყლის მიმართულების მიმცემი
273. რომელიც ენქის გვერდით დგას
274. რომელმაც დამბებში კობრი და შუხურ თევზი გაამრავლა
275. რომელმაც დამბებში ლერწამი გაამრავლა

276-277: ორი სტრიქონი წაშლილია

278. იყოს შეჯიბრი
279. ვის ბადეშიც თევზი შეგროვდება
280. და ვერ გაიქცევა
281. ვის ბადეშიც ჩიტი გაებმევა
282. დღესასწაულზე ბავშვი კაცის მხარზე იქნება
283. ურაშ კაცი, რომელმაც ქვეყნად თევზი გაამრავლა
284. ენქიმ გვერდში დაიყენა.
285. ბატონმა დააარსა წმინდა სალოცავი
286. ბატონმა დააარსა წმინდა სალოცავი წყალში
287. რომლის არსიც შეუცნობელია
288. სამლოცველო ადგილი დგას მიწებზე.
289. ვარსკვლავების სამლოცველო ზეცად - დგას ეტლის თანავარსკვლავედთან
290. მისი ზღვა, მისი საშიში ტალღები და მოწითალო ნათება
291. ანუნა ღმერთების სამყოფელია.
292. მათი გულის გასაცოცხლებლად სასახლე ხარობს
293. მის გვერდით ანუნა ღმერთები ლოცულობენ
294. მათ დაადგინეს ენქის დიდებული ტახტი ენგურში.
295. ბატონი მიუწვდომელი
296. სადაც იშვა დიდი უფლისწული
297. სადაც წყალში უ ჩიტი ხარობს
298. სამოცველოში სადაც ითქვა შობა.
299. მან შეავსო ექური, ენლილის სახლი
300. ენლილი ბედნიერი იყო ენქით და ნიფური ხარობდა
301. ნათელი ტაძარი
302. და შორეული ადგილები
303. ენგურის დიდი წყლების ხმაური
304. ზღვის დიდი წყლები
305. გახდა ენქის საბრძანებელი.
306. სიარარას მიწა ნანშეს დაუდგინა
307. დიდი წყალი და მიწა
308. ენქის ეკუთვნის (მასთან დგას)
309. მან მოუხმო ციდან წვიმას
310. და შეკრა ღრუბლები
311. ჰორიზონტს მისწვდა
312. მთები მინდვრებს გაუსწორა
313. დიდი ავდრის ნათება დაეცა.
314. იგი, ვინც ელვას ისვრის ციდან
315. ანის ცის შვილი
316. იშქური, ანის შვილი
317. ენქი, რომელიც მის გვერდში დგას
318. გაამზადა უღელი და გუთნები მწკრივში
319. დიდმა უფლისწულმა ენქიმ მიუშვა ხარები მოსახნავად
320. პირი მოუხსნა ტომრებს
321. და მინდორზე ზრდა იწყო ქერმა
322. მიწაზე მოხაზა ცის გვრიგვინი (ტაძარი)
323. ენლილის თევზი
324. ენქიმდუ, მიწათმოქმედი არხებს განაგებს
325. რომელიც ენქის გვერდში დგას.
326. ბატონმა თქვა და მინდვრებზე გამრავლდა სელი და ქერი
327. ენქიმ გაზარდა მოსავალი და წიწილები,
328. დადგა გროვა ხრობლის, ქერის და სელის
329. ენქიმ გაამრავლა ხორბალი
330. და ენლილის დახმარებით მან გაზარდა ხალხის კეთილდღეობა
331. ერთად შეაგროვა ბარად
332. შუმერის ხალხი და აჩუქა სიცოცხლე - შორეული მიწები.
333. ეზინა პურის დედოფალი ქვეყანას ახარებს
334. ენქის გვერდში დგას
335. დიდმა უფლისწულმა თოხზე სიმები დაამაგრა, აგური გააკეთა
336. მან შეაღწია ... როგორც ძვირფასმა ზეთმა
337. ენქიმ დაავალა მას ვისი თოხიც იყო გვამის მჭამელი გველი, რომელიც ...
338. რომლის აგურის გორას ექნება თავისი ადგილი ცხვრების მარცვლეულისთვის.
339. კაცი ვინც მუშაობს ქვეყნად
340. ენქის გვერდში დგას.
341. შეკრა სიმები
342. და ერთიანი ძალებით ააგო სახლი და დააწესა განბანვა
343. დიდმა უფლისწულმა დადო აგური და შექმნა საძირკველი
344. ის წყალობს მათ
345. ვისი აგებული სახლიც ძლიერია
346. ვისი ბეღელიც ძლიერია
347. მუშდამა მშენებელი დიდი ენლილისა
348. ენქის გვერდში დგას
349. მან აღაზევა მისი მელამი ქვეყნად კაშკაშებს
350. გვირგვინი და წვერი ლილა ქვით შეიმკო
351. კარგი მიწა გაამწვანა და ქმნა სრულყოფილი,
352. მაღალი ვაკე შეავსო ცხოველებით
353. გარეული ცხვარი, რქოსნები მაღალ ბალახში თამაშობენ
354. მაღალი მიწების მეფედ მან გმირი დაადგიმნა
355. ლომის მსგავსი ძლიერი მკლავის მქონე ენლილის შვილი
356. შაქანი მთათა რიგის ღმერთი
357. ის ვინც ენქის გვერდში დგას
358. აღმართა ბოსელი
359. გამრავლდა ცხვრის ფარა ქონი და ყველი
360. შესაწირი მუდამ დევს ღვთაებისთვის ტაძარში
361. ქვეყანაზე გაამრავლსა სიმწვანე და დაადგინა მათი წესი
362. მეფე, ეანაში, ანის რჩეული
363. სინის ცოლი, ინანას წყვილი კაცია (მეფე)
364. საბედისწერო ქალის მეების პატრონის
365. ქულაბას ფართო ქუჩების პატონის
366. დუმუზი, უშუმგალანა, ანის რჩეული
367. ის ვინც ენქის გვერდში დგას
368. მან აავსო ექური ენლილის სახლი
369. ენლილი ბედნიერია ენქით და ნიფური ხარობს
369. ენლილი კმაყოფილი იყო ენქით და ნიფური ხარობდა.
370. მან მოიყვანა მოსავალი
371. ენქი, ანუნა ღმერთებისთვის
372. ქალაქის დამაარსებელი
373. საზღვრების დამდგენი
374. გმირი, ხარის მსგავსი, ხაშურის ტყიდან გამოსული
375. ახალგზარდა უთუ. ჯანმრთელი ხარი დგას ძლიერად
376. მამა, მიწისქვეშეთში სინათლის შემტანი, ცაზე ბრწყინავს
377. ვინც განსჯის და გადაწყვეტს
378. წვერზე ლილა ქვა კიდია და სამოთხიდან ანათებს
379. უთუ ნინგალის ვაჟი
380.ის ვინც ენქის გვერდში დგას
381. მან ბოჭკოებიდან ბამბა ამოიღო და დაზგა დადგა
382. ენქიმ დაუდგინა ქალს ხელსაქმე
383. ენქიმ შემოსა ხალხი
384. ენქიმ დაადგინა მეფის ღირსება
385. უთთუ. მდუმარე ქალი
386. ენქის გვერდში დგას.
387. როდესაც მსახურება დაასრულა
388. ბრწყინვალე ინანა, სამოთხის ქალბატონი
389. ინანა, ენქის შვილი
390. მის სახლში შევიდა ტირილით
391. ანუნა ღმერთმების ხელი, რომელთაც ბედნისწერა გადაწყვიტეს
392. ენლილია.
393. რისი თქმა უნდა ქალს, ვინც მარტოა მოსული?
394. მე ვარ ინანა, სად არის ჩემი უფლებები?
395. არურუ ენლილის და
396. ნინთური, სიცოცხლის მიმცემი ქალბატონი
397. ვინც მიიღებს წმინდა აგურს
398. გულითადად გაჭრის [ჭიპლარს]
399. მან უნდა მიიღოს ლაპის ლაზურის sila3-ĝar-ra თასი და განათავსოს მშობიარობის შემდეგ
400. მან უნდა წაიღოს წმინდა a-la2 ჭურჭელი
401. ის არის ადგილის [ბებიაქალი]
402. მეფეთა და ბატონთა შობა მის ხელთაა
403. ნინისინა, მაღალო დაო
404. ქურუმი ქალი გიგროვებს ძვირფას šuba-a ქვებს
405. ანუსთან დგახარ და ამბობ რაც შენ გწადია
406. ჩემო დაო, ბრწყინვალე ნინმუგ
407. ვისაც ოქროს და ვერცხლის იარაღი გიპყრია ხელთ
408. ვინც ქვას ფორმას აძლევ
409. ხარ მჭედელი მიწაზე
410. ჭეშმარიტ გვირგვინს ადგამ ბატონებს
411. ჭეშმარიტ გვირგვინს ადგამ მეფეებს
412. ჩემო დაო, ბრწყინვალე ნისაბა
413. რომელიც ხარ საზომი მიწის
414. ლილა ქვის საზომი თოკი შენს ხელზე ჰკიდია
415. მეების მომცემო
416. საზღვრების დამდგენელო, მიწების ბედის დამწერელო
417. ღმერთების გეგმების ხელთამპყრობელო
418. ნანშე ურის ქალბატონო, რომლის ფეხები პელიკანს ეყრდნობა
419. მეთევზეების ქალბატონო
420. კარგი თევზები და კარგი ჩიტები
421. მამა ენლილისთვის ნიფურში წაიღე.
422. რატომ მეპყრობი როგორც მხოლოდ ქალს
423. მე ვარ დიდებული ინანა, სად არის ჩემი უფლებები.
424. ენქიმ უპასუხა ინანას თავის შვილს
425. როგორ დაგამცირე მე?
426. რა შეგმატო?
427. ქალღმერთო ინანა როგორ დაგამცირე?
428. სიტყვა მოგეცი, როგორც ქალს - გესაუბრა კარგი ხმით
429. მოგეცი ძალა ბატონობის
430. ჩაგეცვა გმირის სამოსი
431. ჩაგეცვა მარცხენა და მარჯვენა მხრიდან
432. ქალის ძალის სამოსი შემოგეცვა
433. მოგეცი ენა ქალის ძალით სავსე
434. მე მოგეცი ხელში თმის სამაგრი
435. შეგამკე ქალის მორთულობით
436. მე შენს გვერდით მწყემსის კვერთხი დავაყენე
437. ქალღმერთო ინანა რითი შეურაცხგყვეთ? რა შეგმატო?
438. ბრძოლის ველზე გადამწყვეტი სიტყვა შენ გეკუვნის
439. შენ არ ხარ სნეული a12-ra2-bumušen ჩიტი
440. მის ნაირად სნეულად რომ საუბრობ
441. ქალწულო ინანა მე მოგეცი ძაფები დაწნული
442. მე მოგეცი ტანსაცმელი და შეგმოსე
443. ცუდი მატყლი გადავაქციე ძაფებად
444. ფერადი ქსოვილით შეკრული სამოსი გაგიკეთე
445. ინანა შენ აგროვებ ადამიანების თავებს, როგორც მტვერი და თესავ მათ, როგორც მარცვალი
446. ინანა შენ გაანადგურე რაც არ უნდა გაგენადგურებინა
447. საკრავი უკრავს და ტირილის სამოსით იმოსებიან
448. ინანა, შენ დააბუნე tigi და a-da-ab საკრავები თავიანთ სახლში
449. შენ არასდროს დაიღლები კაცის ყურადღებისგან
450. ქალწულო ინანა, შენ არაფერი იცი თოკების შეკვრაზე შორეულ ჭებში.
451. მაგრამ ახლა გული [მომიბრუნდა], მიწა [გაცოცხლდა]
452. ენლილს გული [მოუბრუნდა] მიწა [გაცოცხლდა]
453. გული, რომელიც ხალხს ეკუთვნის

454-471: 17 სტრიქონი ბუნდოვანია

472. დიდება მამა ენქის

 

 

 

საძიებელი

აბზუ/აფსუ
abzu (apsû) მიწისქვეშა წყლები - ასევე მოიხსენიებენ როგორც ენგური (engur). აბზუ არის ენქის სამეფო, რომელშიც იგი დავანებული იყო ადამინის შექმნამდეც. ბაბილონური ეპოსის - დაბადების მიხევდით აბზუ იყო თიამათის წყვილი და როდესამ ეა-მ მოკლა აბზუ იგი დამკვიდრდა მის სახლში. აბზუს ქვეშ იყო მიწისქვეშა სამყარო, რომლამდეც მისაღწევად გადალახული უნდა ყოფილიყო აბზუ. მოიხსენიება როგორც წმინდა წყალი. (Black J, Green A; 1992. Gods, Demons and Symbols of Ancient Mesopotamia, The British Museum Press. 27)
4, 10, 61, 67, 87, 95, 106, 107, 115, 144, 148, 152, 166, 169, 170, 171, 175, 211, 220, 271.

ან-ი
ტრიადის ერთ-ერთის ღმერთი. ცის, სამოთხის ღმერთი. ურაშის შთამომავალი. ყველა ღმერთების მამა. ის, თუ როგორ გამოსახავენ მას ბუნდოვანია. (Black, J; 1992. 27)
3, 42, 68, 74, 80, 199, 315, 362, 405,/ ცა 1, 6, 9, 10, 62, 63, 72, 74, 90, 137, 139, 149, 180, 190, 192, 196, 207, 208, 216, 218, 309, 315, 376, 380, 388.

ანუნა
ღმერთების დასი. სახელი ადრეული, პირველქმნილი ღმერთების აღსანიშნად გამოიყენება, რომელთაც არ აქვთ ინდივიდუალური სახელები. არსებობს ერიდუს 50 ანუნა. ცის ღმერთი ანი მიჩნეულია ანუნაქების დასის მთავრად. (Black, J; 1992. 34)
8, 79, 83, 134, 202, 209, 291, 293, 371, 391.

არურუ
მიწის ქალღმერთი. აქვს ასევე ნაყოფიერების ასპექტი. გილგამეშის ეპოსში ის ასევე გვევლინება ენქიდუს შემქმნელად, რომელიც მან თიხისგან მოზილა. აღსანიშნავია, რომ ის ასევე არის მეთუნეობის ქალღმერთიც. (Black, J; 1992. 94)
395.

დილმუნი
მითიური ქალაქი, სავარაუდოდ არაბეთის ნახევარკუნძულზე. მოხსენიებულია „სამოთხის“ მიწად. გილგამეში ეპოსის თანახმად მაშუს მთა უნდა გადაელახა მოგზაურს რომ დილმუნამდე მიეღწია.
124, 126, 238.

დუმუზი
დუმუზი არის მეცხვარე ღმერთი. არხებისა და მიწათმოქმედების ღმერთი. ერთი ვერსიის თანახმად დუმუზი არის ინანას ქმარი. როდესაც ინანა ჩავიდა ქვესკნელში და იქიდან ვერ ბრუნდებოდა მისი შემცვლელის დატოვების გარეშე, მაშინ დემონები მიდიან დუმუზთან, იგი კვდება და ხდება ქვესკნელის ღმერთი. საკრალური ქორწინების დროს ინანასთან მეფეები იდენტიფიცირდებოდნენ როგორც დუმუზი. მეორე ვერსიის თანახმად დუმუზი და ნინგიშზიდა არიან ანის სამოთხის კარიბჭის მცველები. დუმუზი იდიდებოდა ბადთიბირაში, ურუქში. ღმერთი უშუმგალანა გაიგივებული იყო დუმუზთან. (Black, J; 1992. 72)
366.

ევფრატი
id2buranun-na (ბურანუნა) - ევფრატის შუმერული სახელი
251, 268.

ეზინა
ქალღმერთი (მარცვლეულის განსახიერება), იდიდებოდა ურუქის პერიოდში, ლაგაშში, ადაბში, უმმაში, ურში, ნიფურში და შურუფაქში.
333.

ენბილულუ
არხების ღმერთი, ენქის შთამომავალი. (Black, J; 1992. 75)
272

ენგური
მიწისქვეშა წყლების, აბუზუს მეორე სახელი. ენგურში დავანებულია 50 ლახამა (lahama), რომელიც ენქის მსახურები არიან. (Black, J; 1992. 27)
186, 294, 303.

ენლილი
ტრიადის ერთ-ერთი ღმერთი, შემოქმედი. მისი საკულტო ცენტრი არის ექურის ტაძარი, ნიფურში. ის ხშირად მოხსენიებულია, როგორც: გარეული ხარი, დიდი მთა, უცხო მიწების მეფე. (Black, J; 1992. 76)
3, 40, 66, 75, 130, 173, 200, 216, 244, 247, 261, 262, 299, 300, 323, 330, 347, 355, 368, 369, 392, 421, 452.

ენქი
(აქად. Ea) მიწისქვეშა წყლების (აბზუს) ღმერთი. ცის (სამოთხის) ღმერთის - ანის შვილი. ასოცირებულია სიბრძნესთან და მაგიურ რიტუალებთან. ენქის საკულტო ადგილი არის ე-აბზუს ტაძარი ერიდუში. ხანდახან მოხსენიებულია როგორც „ნუდიმუდი“. ენქი გამოისახება გრძელი წვერით, მელამით, რომელზეც რქებია გამოსხული და მისი მხრებიდან გამომავალი წყლის ნაკადით, რომელშიც ხანდახან თევზებია გამოსახული. (Black, J; 1992. 75)
2, 20, 41, 52, 61, 85, 87, 101, 115, 117, 139, 145, 150, 162, 188, 191, 211, 217, 220, 249, 251, 262, 271, 284, 294, 300, 308, 317, 319, 325, 327, 329, 334, 340, 348, 357, 367, 369, 371, 380, 382, 383, 386, 389, 472.

ენქიმდუ
ღმერთი ენქიმდუ არის „ჯებირისა და არხის მბრძანებელი“. ენქის ვაჟი, იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული ღმერთ ენბილულუსთან, „არხის განმგებელთან“, რომელიც ადადის ასპექტად ითვლება ან, ბაბილონურ დაბადების ეპოსში, ენქიმდუ მარდუქის ერთ-ერთ სახელია. (Black, J; 1992. 76)
324.

ერიდუ
ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ მესოპოტამიაში. ენქის სამყოფელი. შუმერების რწმენით ეს იყო პირველი ქალაქი, რომელიც დაარსდა 250,000 წლის წინ. გათხრებმა გამოავლინა ნამოსახლარი აბუ შაჰრაინი, რომელიც შუმერის ქალაქებზე ძველია. ენქის წმინდა ტაძარი (ე-აბზუ/ ე-ენგურა) ერიდუში მდებარეობდა. ზოგჯერ შელოცვის რიტუალებში ჯადოქარს ეუბნებიან: „ახლა შენ ერიდუს შელოცვა გამოიყენე“, თუმცა ჩვენ არ ვიცით, თუ რა იყო ერიდუს შელოცვა - შესაძლოა, ეს იყო საიდუმლო ფორმულა, რომელიც ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა. (Black, J; 1992. 77)
5, 42, 67, 138, 142, 151, 172.

ექური
ენლილის ტაძარი ნიფურში. (Black, J; 1992. 36)
9, 66, 261, 299, 368.

ინანა
(იშთარი)-სამოთხის დედოფალი. ყველაზე მნიშვნელოვანი ქალღმერთი ძველ მესოპოტამიაში. სიყვარულის ქალღმერთი. მზის ღმერთის უთუს და. მისი და არის ერეშქიგალი - მიწისქვეშეთის ქალღმერთი. მისი ტაძარი ურუქში, ე-ანას ტაძარი. ის ასევე ასოცირდება ქალღმერთ ნანაიასთან, რომელიც იდიდებოდა ურუქში და ქიშში. მას აქვს როგორც სექსუალური ასპექტი, ასევე არის დედა ფიგურა და მის ხელშია საკრალური ქორწინება. მას აქვს ასევე ბრძოლის ასპექტი. ბრძოლის ველი მოიხსენიება „ინანას თამაშად“. მან იმოგზაურა ერიდუში მე-ების მოსაპოვებლად. ის ასევე ასოცირდება პლანეტა ვენერასთან, დილის და საღამოს მნათობთან. გამოისახება, როგორც მებრძოლი ქალღმერთი ვარსკვლავით. (Black, J; 1992. 108)
363, 388, 389, 394, 423, 424, 427, 437, 441, 445, 446, 448, 450.

იშქური
(აქად.Adad) შტორმის/ამინდის ღმერთი. მიჩნეულია ანის შვილად, უფრო ძველ ტრადიციებში მიჩნეულია ენლილის შვილად. მისის სადიდებელი ცენტრი იყო ბაბილონში, ქალაქ კარ-კარაში. წვიმასთან დაკავშირებული ასპექტით მას დადებითი მნიშვნელობა აქვს სამიწათმოქმედო სამუშაოებისთვის. ის წარმოდგენილია ელვით და ასევე გამოსახავენ, როგორც ლომ-დრაკონს ან ხარს. (Black, J; 1992. 110)
316.

მაგანი
მითიური ქალაქი, მოხსენიებულია სხვადასხვა ტექსტებში, რომელთა თანახმადაც ის შუმერებისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქი იყო. სავარაუდოდ არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარეობს თუმცა ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია.
124, 127.

მართუ
(აქად.Amurru) ღმერთი, რომელიც ანადგურებს ქალაქებს. მოიაზრება ანის შვილად. ხანდახან მოიაზრება ნინხურსაგის შვილად. მისი ცოლი იყო „Bélet-s eri“ - უდაბნოს დედოფალი. გამოისახება მოხრილი ჯოხით. (Black, J; 1992. 129)
132, 249

მელუხა
მითიური ქალაქი, მოხსენიებულია სხვადასხვა ტექსტებში, რომელთა თანახმადაც ის შუმერებისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქი იყო. სავარაუდოდ არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარეობს თუმცა ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია.
124, 128, 219

მუშდამა
მშენებელი, მოხსენიებულია, როგორც „ენლილის დიდებული მშენებელი“,
347

ნანშე
ლაგაშის ადგილობრივი პანთეონის ქალღმერთი. მიჩნეულია ენქის შვილად, ნინგირსუს და ნისაბას დად. ის დაკავშირებულია ხილვებთან და სიზმრების ინტერპრეტაციასთან, ასევე თევზებთნ და ფრინველებთან. (Black, J; 1992. 135)
306, 418.

ნინ-ისინა
ქალღმერთი, სახელი ნიშნავს „ისინის ქალბატონს“. ურაშის ქალღმერთის შვილი. ადგილობრივი ღვთაება. ის ასოცირებულია ექიმობასთან/მკურნალობასთან. (Black, J; 1992. 140)
403.

ნინგალი
ქალღმერთი ნინგალი იყო ღმერთ ნანნას/სინის ცოლი და მზის ღმერთის უთუს/შამაშის დედა. იდიდებოდა სინის ტაძარში ურში. მისი კულტი დამოუკიდებლად განვითარდა სირიაში ქალღმერთ ნიკკალ-ის სახელით. (Black, J; 1992. 138)
379.

ნინთური
დედა ქალღმერთის მეორე სახელი, რომელიც მოიხსენიება, როგორც ნინხურსაგი. ღმერთების დედა. მოიხსენიება ასევე, როგორც დამგალნუნა და ნინსიკილა. ნინთური იდიდებოდა E-mah-ის ტაძარში, აბადში. (Black, J; 1992. 140)
77, 396.

ნინსიქილა
დედა ქალღმერთის, ნინხურსაგის ერთ-ერთი სახელი. ღმერთების დედა. მოიხსენიება ასევე, როგორც დამგალნუნა და ნინთური. იდიდებოდა E-mah-ის ტაძარში, ადაბში. (Black, J; 1992. 140)
239.

ნინმუგი
ქალღმერთი, ასოცირდებოდა ხელოსნობასთან, განსაკუთრებით ლითონის დამუშავებასთან, რასაც მოწმობს მისი ეპითეტი „მიწის ლითონის დამმუშავებელი“. იგი ასევე შეიძლება ჩაითვალოს დაბადების ქალღმერთად და ნინმახ-ისს თანაშემწედ, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ღვთაებების ქანდაკებების დამზადება და ბავშვების დაბადება შუმერულ ტექსტებში იმავე ტერმინებით შეიძლება იყოს აღწერილი. მისი მთავარი საკულტო ცენტრები იყო ქისიგა, რომლის მდებარეობაც გაურკვეველია, და ადაბი.(Black, J; 1992. 112)
406.

ნისაბა
მარცვლეულის ქალღმერთი. ანის და ურაშის შვილი. ადრე დინასტიური პერიოდის ღმერთი. ასევე ის არის დამწერლობის ღმერთი. ნისაბა ლაგაშში ადგილობრივი პანთეონის ღმერთია. ნისაბა ითვლებოდა ქალაქი უმას მმართველად. (Black, J; 1992. 143)
412.


ნუდიმუდი
ამ სახელით მოხსენიებულია ენქი მიწისქვეშა წყლების (აბზუს) ღმერთი. ცის (სამოთხის) ღმერთის - ანის შვილი. (Black, J; 1992. 75)
9, 53.

სინი
(Nanna, აქად.Suen) მთვარის ღმერთი. მოიხსენიება როგორც სინი და ნანნა, ასევე როგორც აშიმბაბარი. მისი რიცხვითი მნიშვნელობა არის 30. ნანნა არის ენლილის და ნინლილის ვაჟი. მისი შვილია მზის ღმერთი უთუ და ქალღმერთი ინანა. მისი ტაძარი მდებარეობდა ურში. ის გამოისახება თავზე დადგმული ნახევარმთვარით. (Black, J; 1992. 135)
363.

ტიგროსი
id2idigna (იდიგინა) - ტიგროსის შუმერული სახელი.
254, 256, 268

უთთუ
უთთუ იყო შუმერული ქალღმერთის სახელი, რომელიც დაკავშირებული იყო ქსოვასთან. ვინაიდან იგივე ნიშანი ზოგჯერ ასევე გამოიყენება სიტყვა „ობობის“ დასაწერად, შესაძლებელია, რომ ის წარმოდგენილი ყოფილიყო ობობის სახით, რომელიც ქსელს ქსოვდა. (Black, J; 1992. 182)
385.

უთუ
(აქად. შამაში) მზის ღმერთი. უთუ იყო მთვარის ღმერთის ნანნას ვაჟი, ინანას ტყუპი ძმა. მისი ცოლი იყო შერიდა (აქად. აია). მისი ორი უმთავრესი ტაძარი იყო სიფარში და ლარსაში. მის ტაძარს ერქვა - ე-ბაბარ „თეთრი სახლი“. ის ასევე იყო სამართლიანობის, სიმართლის ღმერთი, რომელიც ყოვლისმხედველია. ის ასევე წარმოდგენილია მებრძოლის ასპექტით. ის ხშირად ეხმარება ადამიანებს მათ საქმეებში, როგორიცაა გილგამეშის დახმარება კედრის ტყის მცველ ხუმბაბასთან ბრძოლაში. (Black, J; 1992. 182)
375, 379.

ქულაბა
ქალაქ ურუქის ნაწილი, სადაც აღმართულია ანის ტაძარი.
365

შაქანი
ითვლება უთუს ვაჟად. ის არის გარეული ცხოველების მცველი. შაქანი ზოგჯერ მწყემსადაც კი არის წარმოდგენილი. ის ასევე პასუხისმგებელი არის გარეული ცხოველების ნაყოფიერებაზე. (Black, J; 1992. 172)
356.

 

 

ლექსიკონი

2-kam-ma (რიცხ.) მეორე 86.
a (არს.) წყალი 2, 68, 212, 254, 259.
a2 (არს.) მკლავი 33, 37, 40, 110, 170, 244, 256, 265, 282, 342, 355, 414, 429, 430, 432.
a-a (არს.) მამა 2, 20, 52, 62, 70, 145, 188, 200, 251, 421, 472.
Ab2 (არს.) საქონელი 54, 205.
Abzu (არს.) მიწისქვეშა წყლები 4, 10, 61, 67, 87, 95, 106, 107, 115, 144, 148, 152, 166, 169, 170, 171, 175, 211, 220, 271.
a-eštub (არს.) წყლით ავსებული 91.
aĝ2 (ზ) გაზომვა 3, 40, 42, 115, 170, 283, 363.
a-gar3 (არს.) მდელო 92.
Ak (ზ) გაკეთება 63, 129, 166, 190, 237, 264, 422, 431.
alim (არს.) კამეჩი 12.
Am (არს) გარეული ხარი 2, 68, 226, 258.
Amar (არს.) ხბო 54, 255.
Amaš (არს.) ფარა 28, 89, 206, 255, 359.
Ambar (არს.) ჭაობი 96, 109, 168, 274.
An (ღ) ან-ი 3, 42, 68, 74, 80, 199, 315, 362, 405,/ ცა 1, 6, 9, 10, 62, 63, 72, 74, 90, 137, 139, 149, 180, 190, 192, 196, 207, 208, 216, 218, 309, 315, 376, 380, 388.
An-edin (არს.) მაღალი ვაკე 57, 322, 350, 352, 354, 355.
a-nun-na (ღ) ანუნა 8, 79, 83, 134, 202, 209, 291, 293, 371, 391.
a-ra-zu (არს) ვედრება 83, 154, 293.
a-ru-ru (ღ) არურუ 395.
Ba (ზ) გამოყოფს 21.
Barag (არს.) გავრცელება 38, 70, 74, 141, 199, 213, 294.
Buranun-na (არს.) ევფრატი 251, 268.
De6 (ზ) ტარება 28, 67, 108, 257, 259, 260.
Di (არს.) კანონის დადგენა 74, 390.
Diĝir (არს.) ღვთაება 23, 31, 71, 196, 202, 227, 291, 360, 377, 391, 417.
Dilmun (არს.) დილმუნი 124, 126, 238.
Du3 (ზ) აღმართვა 4, 24, 37, 89, 94, 95, 126, 168, 205, 345, 358, 361.
Du7 (ზ) მიწოლა 33, 252, 256, 313.
Du7 (ზედ.) სრულყოფილი 17, 18, 22, 48, 71, 111, 215, 227, 351, 382.
Dug3 (ზედ.) კარგი 29, 75, 78, 94, 95, 112, 151, 152, 259, 298, 333, 351, 420.
Dug4 (ზ) თქმა 3, 11, 39, 43, 45, 77, 82, 88, 89, 123, 171, 201, 255, 269, 336, 361, 365, 393, 435.
Dul (ზ) დაფარვა 6, 430.
Dumu-saĝ (არს.) პირველშობილი 68, 80.
Dumu-zid-dušumgal-an-na დუმუზი, უშუმგალანა (ღ) 366.
Dun5 (ზ) არხევს 30.
E2 (არს.) სახლი 10, 17, 44, 50, 66, 94, 96, 97, 131, 205, 208, 245, 246, 248, 261, 299, 342, 345, 368, 390, 448.
E2-an-na (არს.) ეანა 362
E2-kur (არს.) ექური 9, 66, 261, 299, 368.
E3 (ზ) შესვლა/გასვლა 53, 54, 55, 56, 57, 63, 69, 76, 88, 117, 133, 140, 189, 190, 193, 235, 279, 281, 305, 327, 374, 376, 378.
Ed3 (ზ) ასვლა/ჩასვლა 45, 429.
En (არს.) ბატონი 1, 8, 38, 41, 42, 51, 69, 84, 88, 100, 118, 135, 139, 141, 169, 198, 263, 271, 285, 322, 326, 402, 411.
En-bi2-lu-lu (არს.) ენბილულუ 272.
Engur-ra (არს.) ენგური 186, 294, 303.
En-ki (ღ) ენქი 2, 20, 41, 52, 61, 85, 87, 101, 115, 117, 139, 145, 150, 162, 188, 191, 211, 217, 220, 249, 251, 262, 271, 284, 294, 300, 308, 317, 319, 325, 327, 329, 334, 340, 348, 357, 367, 369, 371, 380, 382, 383, 386, 389, 472.
En-ki-im-du (ღ) ენქიმდუ 324.
En-lil2 (ღ) ენლილი 3, 40, 66, 75, 130, 173, 200, 216, 244, 247, 261, 262, 299, 300, 323, 330, 347, 355, 368, 369, 392, 421, 452.
Eridug (არს.) ერიდუ 5, 42, 67, 138, 142, 151, 172.
Eš3 (არს.) ნათება 94, 95, 105, 148, 210, 218, 240, 285, 286, 287, 288, 289, 298, 301.
Eš-bar (არს.) გადაწყვეტილება 18, 19, 43, 85.
ezina2 (ღ) ეზინა 333.
Ga (არს.) რძე 28.
Gaba-ĝal2 (ზედ) ყოვლისშემძლე 9.
Gada (არს.) ბამბა 22.
Gal (ზედს) დიდი 2, 3, 10, 31, 40, 61, 68, 69, 82, 86, 87, 133, 135, 136, 140, 164, 166, 169, 189, 200, 202, 216, 221, 223, 225, 227, 258, 291, 303, 313, 319, 335, 343, 347, 351, 355, 364, 376, 382, 384, 391, 415.
Ĝal2 (ზ) განთავსებული 16, 23, 25, 31, 32, 34, 75, 76, 91, 222, 230, 261, 267, 299, 316, 332, 337, 352, 368, 402, 411, 417.
Gana2 (არს.) მინდორი 26, 56, 241, 312, 326.
Ĝar (არს) ადგილი 35, 43, 65, 206, 250, 285, 286, 302, 338, 341, 342, 359, 372, 373, 375, 433, 442, 445, 466.
Ge-en (არს.) მტკიცედ ყოფნა 51, 392.
Ĝeštin (არს.) ვენახი 7.
Ĝeštug2 (არს) ყური 41, 73.
Gi (არს.) ლერწამი 16, 165, 223, 275.
Gi4 (ზ) დაბრუნება 44, 49, 50, 99, 360, 424, 448, 451, 452, 453.
Ĝiri3 (არს.) ფეხი 84, 136, 145, 418.
Ĝiš (არს.) ხე 24, 100, 126, 204, 221.
Ĝissu (არს.) ჩრდილი 6, 96, 167, 214.
Ĝizzal (არს.) მოსმენა 73.
Gu (არს.) თოკი 22, 281, 287, 341, 440, 441.
Gu2 (არს.) კისერი 27, 57, 93, 110, 218, 451, 452, 453.
Gu2-gal (ზედ) უზენაესი 70.
Gub (ზ) დგომა 5, 84, 136, 145, 188, 212, 239, 252, 273, 284, 289, 308, 317, 325, 334, 340, 348, 357, 375, 380, 386, 405, 418, 436.
gud (არს.) ხარი 2, 33, 212, 225, 235, 252, 256, 319, 374, 375.
Gur (ზ) შემობრუნება 27, 57, 93.
Gur4 (ზედ) სქელი 33.
Guru7-du6 (არს.) მარცვლის გროვა 27, 57, 93, 329.
Guru7-maš (არს.) მარცვლის გროვა 27, 57, 93, 329.
Gurun (არს.) ხილი 22.
Ĝuruš (არს.) ახალგაზრდა კაცი 32.
ḫa-ad (ზ) ბრწყინვა 22.
ḫal (ზ) დაყოფა 16.
ḫe2-du7 (არს) ორნამენტი 42, 322.
ḫe2-ĝal2 (ზედ) მრავალფეროვანი 8, 21, 41, 71, 90, 190, 266, 330, 361.
ḫi-li (არს.) ბრწყინვალება 34.
ḫul2 (არს) ბედნიერება 39, 86, 108, 112, 258, 262, 292, 300.
ḫur-saĝ (არს.) მთათა რიგი 14, 213, 356.
i (ზ) გაცემა 52.
i3 (არს.) კარაქი 28, 270, 559.
Idigna (არს.) ტიგროსი 254, 256, 258, 268.
Igi (არს.) თვალი 11, 16, 75, 102, 125, 250, 331, 449.
il2 (ზ) აღზევება 4, 11, 168, 175, 208, 213, 251.
i-lu-lam-ma (არს.) სიმღერა 29.
i-lu-lam-ma (არს.) სიმღერა 30.
Im (არს.) წვიმა/შტორმი 90.
Inana (ღ) ინანა 363, 388, 389, 394, 423, 424, 427, 437, 441, 445, 446, 448, 450.
Inim (არს.) სიტყვა 32, 34, 93, 438, 439.
Iri (არს.) ქალაქი 35, 131, 212, 217, 236, 248, 372.
iškur (ღ) იშქური 316.
Itid (არს.) მთვარე 17, 44.
Ka (არს.) პირი 21, 369, 320, 433.
Kalam (არს.) მიწა 7, 16, 58, 69, 117, 133, 188, 189, 332, 339, 401, 409, 416, 451, 452.
Kaskal (არს) ფართო გზა 36.
Ki (არს.) ადგილი 1, 3, 6, 9, 10, 21, 42, 58, 62, 63, 69, 72, 76, 91, 94, 109, 137, 139, 145, 172, 190, 192, 196, 216, 224, 250, 265, 283, 307, 315, 343, 351, 360, 363, 376, 416, 451, 452.
kiĝ2 (ზ) ძებნა 19, 85, 377.
kiĝ2-sig (არს.) მწუხრის შესაწირი 31.
Kisal (არს.) მოედანი 33.
kišib-ĝal2 (არს) საბეჭდავის მფლობელი 72.
ki-sikil (არს.) ახალგზრდა ქალი 34, 427, 437, 441, 448, 450.
ki-tuš (არს.) საცხოვრებელი ადგილი 46, 51
Ku9 (ზ) შესვლა 15, 17, 44.
Kug (ზედ) მბრწყინვალე 3, 80, 105, 106, 138, 145, 150, 153, 172, 174, 185, 285, 286, 289, 301, 314, 320, 349, 363, 376, 378, 394, 400, 403, 406, 423, 424.
kul-aba (არს.) ქულაბა 365
Kur (არს.) მიწა 3, 4, 40, 64, 70, 73, 75, 124, 130, 168, 173, 192, 200, 201, 213, 216, 219, 221, 225, 226, 228, 233, 238, 247.
kur9 (ზ) შესვლა 44, 390.
kur-ku (ზ) ამოქმედება 61, 87.
kur-šag4 (არს.) მთიც ცენტრი 11.
la2 (ზ) დაკიდება 7, 96, 100, 105, 106, 127, 167, 228, 281, 350, 378, 425, 426, 427, 437, 450.
Lu (ზედ.) უხვი 21, 205, 352, 353.
lu2 (არს.) კაცი 15, 102, 181, 195, 282, 283, 287, 316, 324, 339, 449.
Lugal (არს.) მეფე 4, 20, 61, 62, 64, 74, 87, 130, 188, 197, 199, 200, 211, 220, 222, 230, 244, 247, 271, 354, 356, 362, 384, 402, 410.
Lu-lim (არს.) ირემი 12.
Ma2-ganki (არს.) მაგანი 124, 127.
Maḫ (ზედ.) დიდებული 5, 10, 81, 109, 138, 148, 150, 152, 172, 173, 194, 216, 282, 294, 355.
Maḫ-di (ზედ.) უზენაესი 1.
Mar-tu (არს.) მართუ 132, 249
Maš2 (არს.) თხა 55.
Me-luḫ-ḫaki (არს.) მელუხა 124, 128, 219.
Meš3 (არს.) ხის ჯიში 4, 171, 221.
Me-te (არს.) სკურთხეველი 23, 25, 31, 230, 352, 384.
Mi2 (ზ) ზრუნვა 3, 77, 134, 186.
Mu (არს.) წელიწადი 17, 18.
Mu (არს.) სახელი 78.
Muš (არს.) გველი 96, 168, 337.
Muš-dam-ma (ღ) მუშდამა 347
Na-gada (არს.) მწყემსი 47.
Nam (არს.) ბედისწერა 43, 75, 76, 86, 95, 118, 191, 209, 211, 217, 220, 271, 391.
Nam-galam (ზედ) ყოვლისმომცველი 67, 84.
Nam-maḫ (ზედ) ბრწყინვალე 81.
Nanše (ღ) ნანშე 306, 418.
Ni2 (არს.) შიში 61, 87.
Ni2-te-na (მზნიზ) თვითონ 1. 82.
Nibru (არს.) ნიფური 130, 247, 262, 300, 369, 421.
Niĝ2 (არს.) ნივთი 21, 361, 287, 298, 299, 333, 337, 368, 382, 420, 446, 454.
Niĝin2 (ზ) გარშემო შემოვლა 89, 380.
Nin-sikil-la (ღ) ნინსიქილა 239.
Nin-gal (ღ) ნინგალი 379
Nin-ḫur-saĝ-ĝa2 (ღ) ნინხურსაგ-ი 78.
Nin-isin2-na (ღ) ნინ-სინა 403.
Nin-mug (ღ) ნინმუგი 406.
Nin-tur5 (ღ) ნინთურ-ი 77, 396.
Nir-ĝal2 (ზედ) უზენაესი 1, 214.
Nisaba (ღ) ნისაბა 412.
Nu-dim2-mud (ღ) ნუდიმუდი 9, 53.
Numun (არს) თესლი 52, 54, 445.
Nun (არს) უფლისწული 82, 133, 140, 164, 189, 296, 319, 335, 343.
Pa (არს.) ტოტი 22, 63, 190.
Palil (ზედ) უპირველესი 79.
Pap (არს.) უფროსი ძმა 64.
Peš10-ĝal2 (ზედ) ყოვლისშემძლე 9.
Ra (ზ) დარტყმა 26, 36, 111, 119, 187.
Ra (ზ) დარტყმა 36, 111, 119, 187.
Ri-a (არს.) მიმართვა 2, 68.
Sa2 (ზედ.) თანასწორი 19, 45, 74, 104, 150, 215, 318, 335, 338, 341, 342, 358, 361, 381, 440, 441, 463.
Sa4 (ზ) დაძახება 78, 94, 147.
Saĝ (არს.) თავი 20, 34, 44, 88, 132, 175, 249, 291, 331, 332, 359, 445.
Šag4 (არს.) გული 14, 16, 32, 39, 105, 108, 109, 149, 195, 203, 209, 258, 285, 286, 287, 292, 401, 451, 452, 453.
Šag4-tum2 (არს.) მდელო 14.
Šakir3 (არს.) სადღვებელი 30.
Šakkan2 (ღ) შაქანი 356.
Šeĝ3 (არს.) წვიმა 90.
Šeg9 (არს.) გარეული ცხვარი 13, 353.
Šeg9-bar (არს.) კანჯარი 13, 353.
Šeš-gal (არს.) უფროსი ძმა 71.
Si (არს.) რქა 19, 74, 104, 150, 215, 318, 335, 338, 341, 358, 381, 440, 441.
Si (ზ) შევსება 20, 361, 299, 368, 370.
Šid (ზ) დათვლა 17, 45.
Si-dug4 (არს.) სიღრმე 14.
Sig10 (არს.) განთავსება 36, 335, 446.
Sig7 (ზ) სიმწვანე 15, 22, 92, 123
Sig9 (ზ) დადება 10, 166, 337.
Sikil (ზედ.) წმინდა 94, 122, 135, 148, 149, 238.
Sila4 (არს.) ბატკანი 25, 53.
Silim (არს.) ჯანმრთელობა 39, 61, 87, 212, 375.
Sipad (არს.) მეცხვარე 29.
Sipad (არს.) მეცხვარე 29.
Su (არს.) კაცთა მოდგმა 49.
Šu (არს.) ხელი 17, 18, 48, 65, 71, 76, 104, 111, 114, 138, 172, 174, 183, 185, 194, 196, 203, 208, 215, 227, 330, 337, 351, 382, 392, 395, 399, 400, 402, 404, 407, 711, 413, 417, 421, 431, 434.
Sud (ზედ) შორეული 37, 97, 98, 110, 163, 165.
Šudu3 (არს) მლოცველი 83, 293.
Suen (ღ) სინი 363.
Šum2 (ზ) მიცემა 18, 121, 193, 240, 241, 244, 274, 275, 319, 326, 359, 434.
Sun4 (არს) წვერი 97, 163, 228, 350, 378.
Tab2 (ზ) დაწვა 58.
Tar (ზ) გადაჭრა 43, 75, 76, 95, 118, 191, 209, 211, 217, 220, 271, 391.
Te (ზ) მიწვდომა 90, 91, 92, 196, 465.
Tir (არს.) ტყე 7, 24, 214, 221.
Tud (ზ) შვა/შობა 2, 12, 13, 53, 54, 55, 80, 196, 197, 198, 258, 280, 296, 298, 379, 396, 397, 402, 410, 411.
Tukul (არს.) იარაღი 50, 224.
Tur3 (არს.) ბოსელი 28, 89, 205, 358.
Tuš (ზ) ჯდომა 46, 199.
U6 (ზ) ხეტიალი 35, 120, 123, 449.
U8 (არს.) ცხვარი (დედალი) 25, 53, 338.
Ud (არს.) დღე 17, 19, 30, 44, 76, 103, 193, 387.
Ud (არს.) შტორმი 69, 313.
Ud5 (არს.) თხა 55.
Uĝ3 (არს.) ხალხი 20, 35, 46, 51, 52, 167, 193, 260, 330, 383.
Unken (არს.) კრება 18, 342.
Unu2 (არს.) თავის ადგილას 31.
Unud (არს.) მწყემსი 30.
Ur4(ზ) შეგროვება 65.
Us2 (ზედ) მიმდებარე 21, 47, 207, 265, 310, 319, 341, 343, 346.
Usu (ზედ.) სიძლიერე 32, 332.
Ušumgal (არს.) ურჩხული 5, 366.
Utu (ღ) უთუ 375, 379.
Uttu (ღ) უთთუ 385.
Za (ნაც.) შენ 20, 40.
Za3-mi2 (არს.) დიდება 82, 85, 101, 139.
Zal (ზ) სვლა 30, 254, 359, 295.
Zid (ზედ) სწორი/მართალი 25, 26, 52, 53, 54, 55, 56, 61, 68, 77, 87, 88, 134, 186, 196, 197, 208, 241, 264, 267, 321, 326, 345, 362, 385, 410, 431.
Zulumḫi (არს.) მატყლი 24.

 

 

 

 

 

 


გამოყენებული ლიტერატურა

 

• Richard E. Myth, Ritual, and Order in "Enki and the World Order" Averbeck, Journal of the American Oriental Society , Oct. - Dec., 2003, Vol. 123, No. 4 (Oct. - Dec., 2003), გვ. 757-771.
• Jerrold S. Cooper, Enki and the World Order: A Sumerian Myth, 2024.
• Jeremy Black and Anthony Green; Gods, Demons and Symbols of Ancient Mesopotamia, The British Museum Press, 1992.