English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 6 ∘ მარიამ ვეკუა
ქართველი სიმბოლისტების პოეტური მუზები (პაოლო იაშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი)

სიმბოლიზმი არის მიმდინარეობა, რომელიც ჩამოყალიბდა XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში დასავლეთ ევროპის ლიტერატურასა და ხელოვნებაში. სიმბოლისტებისთვის საგანსა თუ მოვლენას არ აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა. სიმბოლისტები სწორედ ამ საგნის მიღმა ხედავენ სამყაროს. სამყაროს, რომელიც მეტად იდუმალი და განსაკუთრებულია. სიმბოლიზმს ახასიათებს პესიმიზმი, ფორმალიზმი, სიტყვის მუსიკალურობა და ყველაზე მნიშვნელოვნად კი - ინდივიდუალიზმი, როგორც კრიტიკოსი თამარ პაიჭაძე წერს. [პაიჭაძე 2018] სიმბოლიზმი ერთგვარი რეაქცია იყო იმ ეპოქისთვის დამახასიათებელ რწმენის კრიზისზე და ნიცშეს სიტყვები „ღმერთი მოკვდა“ შეგვიძლია ამ ეპოქის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად აღვიქვათ. საქართველოში სიმბოლიზმი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლებად სწორედ ცისფერყანწელთა დაჯგუფება გვევლინება. 1915 წელს შეიქმნა სიმბოლისტური დაჯგუფება „ცისფერყანწელები“. დაჯგუფების წევრები იყვნენ: პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, ტიციან ტაბიძე, სანდრო ცირეკიძე, კოლაუ ნადირაძე და ა.შ. მათი მთავარი მიზანი იყო ქართული ლექსის „ევროპული რადიუსით გამართვა“. სახელწოდება „ცისფერი ყანწები“ ერთი მხრივ დასავლურს ეხმიანება ფერთა მეტყველების თვალსაზრისით, ეს ფერი გამორჩეული იყო ევროპელი სიმბოლისტებისთვის და მეორე მხრივ კი „ყანწები“, რომელიც ქართველთა იდენტობას უსვამს ხაზს. [ქართული მოდერნიზმის ტიპოლოგია, 2016]. პაოლო იაშვილის სიტყვებია: „საქართველოს შემდეგ უწმინდესი ქვეყანა არის პარიზი“ - ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ იგი ცდილობს საქართველოს როლის წინა პლანზე წამოწევას მსოფლიო კულტურის რუკაზე. [ქართული მოდერნიზმის ტიპოლოგია, 2016]

ყველა ხელოვანს, განსაკუთრებით კი პოეტებს, სჭირდებათ მუზები. ამ შემთხვევაში კი სიმბოლისტთა მუზები მეტად ანგარიშგასაწევია, რადგან სწორედ ამ ირეალური თუ რეალური მუზების გარეშე მათი შემოქმედება არ იქნება ამდენად გამორჩეული სიდიადით, როგორიც არის ახლა.
პაოლო იაშვილის სახელს უკავშირდება ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი მისტიფიკაცია - ელენე დარიანი. არსებობს მოსაზრება, რომ იაშვილი შთაგონებული იყო გიიომ აპოლინერით, რომელმაც თავის დროზე ლუიზ ლალანის ფსევდონიმით აქვეყნებდა ნაშრომებს [ქართული მოდერნიზმის ტიპოლოგია, 2016]. ჩვენთვის ისიც ცნობილია, რომ პაოლო იაშვილმა გარკვეული წლები პარიზში გაატარა, სადაც ეზიარა ხელოვნების სრულიად სხვა შრეებს და შესაძლებელია ეს ინფორმაცია პარიზში შეიტყო. ვფიქრობთ, პაოლო იაშვილის მსგავსი შემოქმედებითი ნაწილი კიდევ ერთხელ მიუთითებს მის ნიჭიერებაზე და მრავალმხრივ უნარებზე. ელენე დარიანის სახელი პირველად 1915 წელს გაჟღერდა გალაკტიონ ტაბიძის სალიტერატურო საღამოზე, ქუთაისის თეატრში. პაოლო იაშვილი ამ სალიტერატურო საღამოზე სწორედ რომ საოცრად ეროტიკული ლექსებით წარსდგა დამსწრე საზოგადოების წინაშე. დარიანის ფიგურა იმთავითვე იქცა აზრთა სხვადასხვაობის საგნად. „პაოლო იაშვილმა წაიკითხა ქართველ ქალის, ელენა დარიანის ლექსები, რომელთაც საზოგადოება გააკვირვეს თავისი საოცრებით და გაბედულობით. ამ ლექსების კითხვის დროს რამდენიმე ქალი თეატრიდან გავიდაო“ - წერს თბილისის ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“ [ქართული მოდერნიზმის ტიპოლოგია, 2016]
იმისთვის, რომ მეტად თვალსაჩინო გახდეს ლექსთა ეროტიკული შინაარსი და საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულება, გავიხსენოთ ერთ-ერთი ლექსი, სახელწოდებით „ძახილი“. არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ საზოგადოებაში ითავითვე გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს ლექსები არათუ დარიანს, არამედ პაოლოს შემოქმედების ნაწილი იყო. ჩვენი აზრით, პაოლოს ეს ლექსები იყო ერთგვარი გაბრძოლება ტრადიციულად დამკვიდრებული სატრფიალო ლირიკის მიმართ. თუ გადავხედავთ ქართულ სატრფიალო ლირიკას, აშკარად ვიგრძნობთ, რომ საქმე გვაქვს „სხვა“ სტილის პოეზიასთან. დარიანი კვლავ ჩნდება 1916 წელს „ცისფერ ყანწებში“ და კვლავ აღშფოთებას იწვევს დამსწრე საზოგადოებაში. საინტერესოა პაოლოს თანამოკალმეთა დამოკიდებულება მის მიმართ. გამოვყოთ ტიციან ტაბიძის აზრი, რომ „ ქართველ ხალხში ცხოვრობს უკვდავი აქტიორული სული. იმას უნდა მუდამ სხვა იყოს, იმას უყვარს თეატრალიზაცია ცხოვრების - ქართველ ხალხს უყვარს ნიღაბი“ - ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს , რომ ტიციან ტაბიძისთვის გამართლებულია ერთგვარი „ნიღბის აპოლოგია“. საინტერესოა ელენე ბაქრაძის ბიძის წერილები, რომელშიც აშკარადაც ჩანს საზოგადოების განწყობილება.: „დარიანის ლექსები პაოლო იაშვილმა წაიკითხა თეატრში ერთ ლიტერატურულ საღამოზე .. გადმომცეს, რომ მეტად თამამად დაწერილია, იმდენად თამამად, რომ ბევრმა შიგ პორნოგრაფია დაინახა და თეატრიც მიატოვაო. რა სამწუხაროა. ლირიკაში პორნოგრაფია რა საჭიროა, _ ლირიკულმა ლექსმა თავისი სიფაქიზით ადამიანის სულის, ღრმა განცდის ლამაზი გადმოცემებით უნდა მოახდინოს შთაბეჭდილება ე. ი. ადამიანის, მსმენელის სული უნდა ააღელვოს, აამოძრაოს და არა მისი გრძნობიერება. სწორედ ამით განირჩევა ნამდვილი ლირიკული ლექსი პორნოგრაფიისაგან, რომ პირველი აღელვებს, აღვიძებს ადამიანის სულს, გრძნობას, მეორე კი გრძნობიერებას.“
დარიანული ციკლის ლირიკული გმირისთვის ცხოვრება არის მონატრება, მას ენატრება მისი სატრფო და განიცდის იმ ტკივილს, რომელიც განშორებას გამოუწვევია. პერსონაჟისთვის როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური სიახლოვე სიყვარულის ობიექტთან საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამიტომაც არის, რომ დარიანული ციკლის ლექსების მთავარ თემატიკად შეგვიძლია დავასახელოთ: ოცნება, განშორება, მონატრება, სევდა, ტკივილი და ა.შ. აქ კი გვახსენდება ლექსები: „გათავდა ნადიმი“, „ზამთარში“, „პირამიდები“, „უკანასკნელი მოვიხსენი ტანსაფარავი:“, „ფერადი სონეტი“, „ცისფერი ქოლგა“ და სხვა. ეს ლექსები სწორედ „დარიანულ დღიურებში“ იყო შესული. ჩვენთვის ისიც აშკარა ხდება, რომ ამ ემოციების ბობოქრობის მიღმა არის გმირი, რომლის შინაგანი სამყარო საკმაოდ ფაქიზია. იგი ხშირად მარტოა. საინტერესოა ის, რომ ლექსებში ქალის ოთახი ცისფერია, როგორც ოცნების ფერი. გარდა ამისა, ანგარიშგასაწევია მზის ხატება დარიანულ ლექსებში. საინტერესოა ძვირფასი ქვების სიმბოლიკები: მარგალიტი - სიწმინდის, ლალი - ვნების, ზურმუხტი - ერთგულების; მარჯანი - დაუვიწყარი სიყვარულის და ა.შ. ეს ქვები თავიანთი მნიშვნელობით ზუსტად ასახავენ დარიანული ლექსების გმირის შინაგან სამყაროს. რაც შეეხება ფერთა სიმბოლიკას, მტრედისფერი ოთახი - სიწმინდის და მყუდროების სიმბოლო; ცისფერი - ოცნების ფერია; ლურჯი - მარადიულობის; მწვანე - განახლების. საბოლოო ჯამში, ვხედავთ რომ პოეტისთვის სიყვარული ამაღლებული გრძნობაა, რომლის გარშემო მოძრაობს სამყარო. ესაა გრძნობა, რომელიც თითოეულ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება და სატრფო არის ობიექტი, რომელიც შეგვიძლია შევამჩნიოთ ნებისმიერ საგანსა თუ მოვლენაში, რაც ჩვენ გარშემოა. ეს არის საუფლო სინაზისა და ვნებების შერწყმა, რაც საბოლოო ჯამში მარადიულობით გვირგვინდება.
რაც შეეხება ტიციან ტაბიძის მუზას, თამუნია წერეთელს, და მისდამი მიძღვნილი ლექსები, განსხვავებით დარიანული ციკლის ლექსებისა, გაცილებით სადაა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ტიციანის შემოქმედებაში ხშირად იცვლებოდნენ მუზები, თუმცა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან შთაგონების წყაროს მაინც თამუნია წერეთელი წარმოადგენს. საინტერესოა ისიც, რომ თამუნიასადმი განკუთვნილი ლექსებიდან თავად ავტორზე, ისევე როგორც თამუნიაზე, საკმაო ინფორმაციის ვიგებთ. თამუნიას ცხოვრება ძალიან მძიმე და სევდიანი იყო. ის მოლარედ მუშაობდა. არაერთ პოეტს შემოუნახავს ცნობა მისი მომხიბვლელობის შესახებ, რადგან ტიციანის გარდა მას მრავალი სხვა ხელოვანიც ეტრფოდნენ. ის მეოცე საუკუნის ქართული ლირიკული პოეზიის ერთ-ერთი სიმბოლო იყო, არისტოკრატთა ოჯახს ეკუთვნოდა, თუმცა საშინელმა დროებამ არც ის დაინდო და ამიტომაც იძულებული გახდა მოლარეობით ერჩინა თავი. სწორედ 1925 წელს პირველად დაბეჭდა ტიციან ტაბიძემ ლექსი - „თამუნია წერეთელს“, რომელშიაც იმთავითვე ცნაურდება მისი გრძნობების სიფაქიზე. საინტერესოა ისიც, რომ ამ დროს ტიციან ტაბიძეს ჰყავდა მეუღლე ნინო მაყაშვილი, რომელთანაც არც მალავდა მის დამოკიდებულებად და როგორც მეუღლეს, ასევე მეგობრებს ხშირად თხოვდა გაყოლას, რომ თვალი შეევლოთ ულამაზესი თამუნიასთვის. ტაბიძის ტრფობა მხოლოდ და მხოლოდ ლექსებსა და ფურცლებზე რჩებოდა, რეალურ ცხოვრებაში ისინი მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებოდნენ. თამუნიას, როგორც ღირსეულ და თავმდაბალ ადამიანს, რომლისთვისაც არ იყო მნიშვნელოვანი ყურადღების ცენტრში ყოფნა, არასოდეს უსაუბრია ტიციანის გრძნობებზე.
“ამ სიბნელეშიც მოდის ნათელა -
ქველი წერეთლის ამაყი ქალი.
მე თუ ცხოვრებამ მართლა გამთელა,
მღელვარე გულის დამრჩა ფართქალი.“ („თამუნია წერეთელს“).
საინტერესოა მისი მეგობართა მოგონებები, თუ როგორ ახასიათებენ ტიციან ტაბიძეს. როცა იგი თამუნიას გადაეყრებოდა, მას „სახეზე ბედნიერების შუქი ეფინებოდა“ - იგონებს გრიგოლ ცეცხლაძე [პაიჭაძე, ქართველი ლირიკოსები, 2009]. როგორც ვიცით, თამუნიამ იქორწინა ნიკოლოზ კახიძეზე, მისი ცხოვრება კიდევ უფრო ტრაგიკულად წარიმართა მას შემდეგ, რაც ქალიშვილი შეეძინა. მოგვიანებით კი იგი იქცა „ფეხმოტეხილ ღრუბლად“. თამუნიას ფეხი მოჰკვეთეს. ტიციან ტაბიძე თავის მშვენიერ მუზას კვლავ თვალცრემლიანი ეტრფოდა. სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის ტაბიძის სიტყვები:
„რა დამავიწყებს ამ შავ გაზაფხულს,
ბედი უბედურს სხვას რაღას უზამს,
ვსტირი სიცოცხლით კუბოს დამარხულს,
გაუხარებელ დაფლეთილ მუზას.” („თამუნია წერეთელს“)
თამუნიას ტრაგიკული ბედი კვლავ არ ინდობს. მან დაკარგა მეუღლე, დაკარგა მეორე ფეხიც და მარტოდ მარტო ლოგინს მიჯაჭვული აგრძელებდა ცხოვრებას. ალბათ არ არის ძნელი წარმოსადგენი თუ როგორი სულიერი ტკივილს განიცდიდა ტიციანი ამ ფაქტის შემდეგ. ამ დროს იწერება გენიალური ლექსი „ანანურთან“, რომელშიც კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული მისი მოწიწება და პატივისცემა მშვენიერი თამუნია წერეთლისადმი. თამარ პაიჭაძის წიგნში ვაწყდებით სიტყვებს: „თამუნია წერეთელზე საუბრისას, ალბათ ბუნებრივია მისივე ერთი თაყვანისმცემლის გიორგი ლეონიძის სიტყვების გახსენება: „საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის“ სად იკარგება თუ დროებით მიეფარება? ვინ იცის?!“. ტაბიძის ლექსებზე დაყრდნობით ვხედავთ, რომ არსად იკარგება ის სილამაზე, რომელიც საყვარელ ადამიანს თან ახლავს. როგორც ჭეშმარიტი სიყვარული არის მარადიული, ასევე მარადიულია სიყვარულის ობიექტის მშვენიერება ჩვენ თვალებში. ტიციან ტაბიძემ საკუთარი მუზის საშუალებით დაგვანახა ის ამაღლებული და განსაკუთრებული ტრფობა, რომელსაც ბევრი ვერ ჩასწვდება და შესაძლოა ვთქვათ კიდეც, რომ ბევრისთვის უცხოც კია.
ახლა კი განვიხილოთ ვალერიან გაფრინდაშვილის ირეალური მუზები. განსხვავებით ზემოხსენებული პოეტებისაგან, გაფრინდაშვილის მუზები წარმოსახვის ნაწილია. იგი გამორჩეული სიმბოლისტი მწერალია, რადგან მან სიყვარულის თემატიკაც კი სიმბოლოებს დაუკავშირა. მეტად ხაზგასასმელია ამ შემთხვევაში: ოფელიას, ბეატრიჩეს, კოლომბინასა და კორდელიას სახეები. ოფელია პირველად შექსპირის შემოქმედებაში გვხვდება, კერძოდ პოემაში - „ჰამლეტი“. იგი ჰაეროვანი ქმნილებაა, მას შემდეგ რაც წყალში ჩაიძირა, მუდამ პირბადეშია [პაიჭაძე 2009]. გაფრინდაშვილმა ამ გადაწყვეტილებით, რომ მის პოეზიაში ადგილი ირეალურ მუზებს დაუთმო, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ იგი ევროპული კლასიკური მწერლობის მიმართულებას იღებდა. ახლა კი გავიხსენოთ რამდენიმე ლექსი პოეტის შემოქმედებიდან, რომელიც ცხადყოფს მის სიმბოლისტურ ხასიათსა და უფრო ნათლად დაგვანახებს ირეალური მუზების გავლენას:
„ჰამლეტის საფლავს დასტირიან შავი გედები.
ამოდის წყლიდან ოფელია ნისლიან ტანით.
მისი სიმკრთალე არემარეს გადაედება,
დაითრთვილება ყრუ ჰაერი იასამანით.“ [ „ოფელია და გედები“ ]

„მხოლოდ ერთი დღე წელიწადში ვიუქმო მინდა.
ოფელიას დღე - საოცნებო როგორც მირაჟი.
შემოდგომაზე გაფითრდება ჰაერი წმინდა
მზეთუნახავი გამოჩნდება ცის დაირაში.“ („ოფელიას დღესასწაული“)

ზემოხსენებული ლექსების კითხვისას თვალწინ გვეშლება ის მიუწვდომელი და საოცნებო სამყარო, რომელსაც პოეტი აღწერს. ვხედავთ, რომ ყოველი მოვლენა სიმბოლოებს დაუკავშირა. სამყარო, რომელშიაც ცხოვრობს პოეტი ხასიათდება იდუმალებითა და მისტიკით, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია სიმბოლისტური მწერლობისთვის. აშკარა ხდება ისიც, რომ ვალერიან გაფრინდაშვილი ამ სამეულიდან ყველაზე ახლოს არის ევროპულ სიმბოლიზმთან. ის „სხვანაირ ტრფობას“ ამკვიდრებს ქართულ მწერლობაში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ავტორი მიუწვდომელს ეტრფის და არ არის გასაკვირი, რომ სწორედ შემოდგომისა და ზამთრის სახე-სიმბოლოები შემოაქვს მის პოეზიაში, რადგან წელიწადის ეს დროები ზუსტად ეხმიანება ლირიკული გმირის შინაგან განწყობილებას. შემოდგომა, როგორც - თბილი და სუსტი; ზამთარი, როგორც - ბობოქარი.
საბოლოო ჯამში, ჩვენ განვიხილეთ პაოლო იაშვილის დარიანული ციკლის ლექსები, ტიციან ტაბიძის - თამუნია წერეთელი და გაფრინდაშვილის შემოქმედების ირეალური მუზები. კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმას, რომ ელენე დარიანი სრულყოფილი პერსონაჟია ქართულ მწერლობაში, როგორც ქალი, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული განცდები, ხასიათი, ემოციურობა, სითამამე, გარე სამყაროსთან დამოკიდებულება და ა.შ. პაოლო იაშვილმა სწორედ ამ ლექსებით დაგვანახა მისი შინაგანი მდგომარეობა და გრძნობათა სიღრმე. ამიტომაცაა ელენე დარიანი ლეგენდად ქცეული ქართულ ლირიკულ პოეზიაში. დღესაც კი განიხილავენ პაოლოს დარიანულ ლექსებს, როგორც ერთ-ერთ გარდამტეხ მოვლენას ჩვენი ქვეყნის ლიტერატურის ისტორიაში. ტიციან ტაბიძის ლექსებში კი ნამდვილი სიყვარულის ძალას ვაწყდებით, რაც იმ ფაქიზ სულიერ კავშირზეა აღმოცენებული, რომელიც პოეტსა და ლირიკულ გმირს შორის არსებობდა. გაფრინდაშვილზე საუბრისას აშკარავდება, რომ მისი ლექსები სულის კარნახითაა დაწერილი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ მუზების გარეშე მათი შემოქმედება ვერ მიაღწევდა იმ დიდებულებასა და სრულყოფილებას, როგორადაც დღეს ვახასიათებთ.

ბიბლიოგრაფია
პაიჭაძე, თ. [2009]. ქართველი ლირიკოსები. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
პაიჭაძე, თ. [2018]. მოდერნიზმი და ქართული კულტურა. თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა.
ქართული მოდერნიზმის ტიპოლოგია. [2016]. თბილისი: შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი.

 

 


bahçe dekorasyonu evde ek gelir eskişehir haber sondakika haberleri magazin haberleri seo sorgulama site analiz seo analiz google sıra bulucu backlink sorgulama sunucu tarama çekiliş çekiliş sitesi Who is html kod şifreleme seo hacklink hacklink satış hacklink panel youtube video indir instagram video indir facebook video indir wso shell php shell hacklink hacklink panel hızlı seo hacklink seo nedir wso shell instagram takipçi hilesi instagram takipçi hilesi
Warning: file_get_contents(): php_network_getaddresses: getaddrinfo failed: Name or service not known in /var/www/html/index.php on line 108

Warning: file_get_contents(https://seolink.in/data.php?x=asj.tsu.ge): failed to open stream: php_network_getaddresses: getaddrinfo failed: Name or service not known in /var/www/html/index.php on line 108