English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 6 ∘ მარიამ შამათავა
დრო ექსპრესიონისტულ ტექსტებში კონსტანტინე გამსახურდიას ორი ნოველის: ,,საათებისა“ და ,,პორცელანის“ მიხედვით

დროისა და მისი მნიშვნელობის შესახებ არაერთი ადამიანი დაფიქრებულა. მაგალითად, ,,აღსარების“ მეცხრე წიგნში ვკითხულობთ ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებს: ,,თუ არავინ მეკითხება, ვიცი, რა არის დრო; თუ მინდა განვუმარტო ის ვინმეს, მაშინ დროისა არაფერი გამეგება“. აქვე გავიხსენებ ჯემალ ქარჩხაძის ,,მდგმურსაც“, სადაც აღნიშნულია, რომ ,,არავინ იცის, რას არის დრო... დრო გონებისთვის მიუწვდომელია. არც ამოცნობა შეიძლება მისი და არც გაზომვა“ [ქარჩხაძე 2016: 131]. ძალიან ბევრ მწერალს, პოეტს, ფილოსოფოსს, თეოლოგს უცდია იმის ახსნა, თუ რა არის დრო. ძირითადად საუბარი არის მისი შეუცნობლობის შესახებ.

ლიტერატურულ ნაწარმოებში დრო ძალიან საინტერესო და იდუმალია. მასში ასახულია ცხოვრებისეული დინამიკის ავტორისებური განცდა. ეს შეიძლება იყოს მეცნიერული, ფილოსოფიური, თეოლოგიური და სხვა; ყოველი ავტორის მიერ გადმოცემული დრო ინდივიდუალურია და შესაძლებელია ისიც, რომ ერთი და იმავე მწერალმა ამ თემის სხვადასხვაგვარი გააზრება წარმოგვიდგინოს.
დროს შესახებ საუბრობს კონსტანტინე გამსახურდიაც თავის ექსპრესიონისტულ ნოველებში, თუმცა იქამდე, საინტერესოა რა არის ექსპრესიონიზმი, რატომ დაინტერესდა მისით ქართველი შემოქმედი და რამდენად და როგორ აძლევს ავტორს აღნიშნული მიმდინარეობა დროის საკითხზე საუბრის საშუალებას.
ექსპრესიონიზმი ჩამოყალიბდა და განვითარდა პირველი მსოფლიო იმის პერიოდში გერმანიაში და გავრცდელდა ლიტერატურაში, მხატვრობაში, თეატრში. პირველი მსოფლიო ომი რთული პერიოდი იყო არა მხოლოდ მატერიალური, არამედ მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისითაც. ავსტრალიელი მწერალი და ექსპრესიონიზმის კრიტიკოსი ჰერმან ბარი აღნიშნავდა, რომ ,, არც ერთ ეპოქა არ ყოფილა ასე შეძრული შიშითა და სიკვდილით... უკუნეთ სიბნელეში ადამიანის სული ყვირის და ითხოვს შველას- ეს ყვირილია ექსპრესიონიზმი“ [“Expressionismus”] [ბარი 1918: 81]. იგი ,,ახალ რელიგიად“ იწოდა და მთავარ მახასიათებლად დასახელდა ის, რომ იგი მიზნად ისახავს შეიცნოს და შეიგრძნოს ,,რეალობის მიღმა არსებული ჭეშმარიტება“.
სოსო სიგუას განმარებით, ექსპრესიონიზმი არის ,,გამოხატვის ხელოვნება, არა აღწერის“ [ქართული მოდერნიზმი 2002: 149]; და მართლაც, ექსპრესიონიზმისთვის იდეაა მნიშვნელოვანი და არა ფორმა. კონსტანტინე ბრეგაძის განმარტებით ის არის ,,უნივერსალური სწრაფვების, ,,კოსმიური შეგრძნებების“, გამომხატველი ესთეტიკური ფენომენი...“ [,,ქართული ლიტერატურული მოდერნიზმის კომპარატივისტული კვლევა“]. უნდა ითქვას, რომ მისი და საზოგადოდ, მოდერნისტული მიმართულებების დამკვიდრება საქართველოში გაუცნობიერებელი და შემთხვევითი არ ყოფილა. ყოველ მათგანს ჩვენში ჰქონდა სათანადო სოციალურ-პოლიტიკური ხასიათის წინამძღვრები და ესთეტიკურ-ფილოსოფიური ბაზისი.
ექსპრესიონიზმი საქართველოში 1921 წლიდან ჩნდება და მის ერთ-ერთ წარმომადგენლად გვევლინება კონსტანტინე გამსახურდია.
კონსტანტინე გამსახურდია მე-20 საუკუნის მრავალმხრივი მოღვაწეა. ის გახლდათ ქართველი რომანისტი, ნოველისტი, პოეტი, ესეისტი, პუბლიცისტი, რედაქტორი, ,,აკადემიური ასოციაციის“ ხელმძღვანელი, სხვადასხვა ლიტერატურული დაჯგუფების წევრი და სხვა. თავის თანამედროვეებთან ერთად, მან საგრძნობლად გაზარდა მე-20 საუკუნის ქართული მწერლობისა და საზოგადოდ ქართული კულტურის სააზროვნო სივრცე. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, მაგრამ იქაურობა სახვადასხვა მიზეზთა გამო მალე დატოვა. სწავლა გააგრძელა ევროპაში, სადაც მოწინავე უნივერსიტეტებში ეცნობოდა დასავლურ მწერლობასა და ფილოსოფიას. განსაკუთრებით ნაყოფიერი გამოდგა გერმანიაში გატარებული წლები, როდესაც კონსტანტინე გამსახურდია უშუალოდ დაუახლოვდა ევროპულ ინტლექტუალურ სამყაროს. მის შემოქმედებაში დასაწყისიდანვე გამოიკვეთა ევროპული ლიტერატურული სკოლების გავლენა; ყველაზე მეტად კი ექსპრესიონიზმისა, რაც გამოვლინდა ადრეულ ნოველებში, რომელთა შორისაც არის ,,პორცელანი“ და ,,საათები“.
,,პორცელანი“ და ,,საათები“ კონსტანტინე გამსახურდიას მკვეთრად ექსპრესიონისტული ნოველებია, რომლებიც მან ბერლინში ყოფნის დროს დაწერა. შეიძლება ითქვას, რომ ისინი შინაგანი ნიუანსებითა და ტექნიკური თვალსაზრისით სინამდვილის ექსპრესიონისტული ასახვის ერთ-ერთი საუკეთესი ნიმუშებია.
როგორც ექსპრესიონისტული და საზოგადოდ ,,კლასიკური მოდერნისტული“ ტექსტებისთვის არის დამახასიათებელი, ისინი აგებულნი არიან ,,მონტაჟისა“ და ,,კოლაჟის“ კომპოზიციურ პრონციპზე. ეს გულისხმობს იმას, რომ სიუჟეტური ჩარჩო, ანუ ექსპოზიცია, კვანძის შეკვრა, კულმინაცია, კვანძის გახსნა და ფინალი, არის გაუქმებული და ამბის დასაწყისსა და დასასრულს არ აქვს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, ლოგიკური წინაპირობა. ეპიკური თხრობის ნაცვლად, აღნიშნულ ნოველებში ვხვდებით ,,განცდილ მეტყველებას“, ,,შინაგან მონოლოგს“, რომლებითაც ვერბალურად გამოიხატება პერსონაჟთა არაცნობიერი. ისინი თავიანთ წარმოსახვაში მუდმივად გადაადგილდებიან არაემპირიულ დროსა და სივრცეში, რასაც ე.წ. შინაგან დროს უწოდებენ. ამგვარად, პერსონაჟები სხვადასხვა დროსა და სივრცეში ერთდროულად არიან და მათი ქმედება და მათი მოგონებები ერთმანეთის თანადროულად წარმოგვიდგება. სწორედ ეს ყველაფერი ქმნის ,,მონტაჟისა“ და ,,კოლაჟის“ ეფექტს.
,,საათები“, როგორც აღვნიშნე, კონსტანტინე გამსახურდიამ 1920 წელს ბერლინში ყოფნის დროს დაწერა. ამ მცირე მოცულობის ექსპრესიონისტულ ნოველაში ავტორი აღგვიწერს საკუთარი განცდების ნაკადს: რას ხედავს, რა ესმის, რას ფიქრობს , რას გრძნობს. ეს ხდება ზემოთ აღნიშნული ,,განცდილი მეტყველებითა“ და ,,შინაგანი მონოლოგით“. ავტორი წარმოიდგენს ,,ღრმად მოხუცებულის დამჭკნარ სახეს... თვალებჩანისლულსა და თავდავიწყებაში მთვლემარეს“ და კონტრასტისთვის მის გვერდით ,,ორ პაწია ვარდისფერ თითს შვილი-შვილისა, რომელიც ბებიას სახეზე უცაცუნებს და ნაოჭს უსწორებს“. ამის შემდეგ უცებ გადავდივართ სხვა ემპირიულ სივრცეში და ავტორი წარმოიდგენს საათებს, რომლებზეც ამბობს, რომ მათზე უფრო ღრმა სიმბოლო არ ეგულება. ავტორის წარმოსახვაში ისინი ყველგან არიან: ,,ეკლესიის გუმბათებზე, ქალაქის მოედნებზე... რკინის გზის სადგურებზე... ბინის კედლებზე“, ,,რეკავენ ზარითა და ზათქით“ და მუდმივად ახსენებენ დროის მდინარებას. ყოველი რეკვის გაგონებაზე ავტორს ეუფლება განცდა, რომ მისთვის ,,ძვირფასსა და საყვარელს მიასვენებენ სადღაც“, რადგან კონსტანტინე გამსახურდიას მიხედვით, დრო ყველაფერს ართმევს ადამიანს; წერს, რომ დრო ,,ყველაფერს თან წაიღებს, რაც აქამდის გვიგვრძვნია, ყველაფერს რაც გვყვარებია და შეგვძულებია. ჩვენს დიდ სიყვარულსა და ჩვენს დიდ ნუგეშს, ჩვენს დიდ სიხარულსა და პატარა ბედნიერებას. ჩვენს დარდსა და ჩვენს გულის ჭირს. ჩვენს ღიმილსა და ჩვენს ცრემლებს.“ ამდენად, კონსტანტინე გამსახურდიას მიერ ასახული დრო მუდიმავად მდინარეა, რომელსაც ის აღნიშნული პაწია ვარდისფერთითებიანი შვილიშვილი მიჰყავს ბებიის მდგომარეობამდე, შემდეგ კი, როგორც ტექსტის ბოლოსაა აღნიშნული, ,,სიკვდილის სატრიუმფო ჭიშკრამდე“. უილიამ ფოლკნერის ,,ხმაური და მძვინვარების“ პერსონაჟი [კვენტინ კომპსონი] საათის გატეხვით ცდილობს დრო გაანადგუროს: ,,ამ საათს იმიტომ კი არ გაძლევ, დრო სულ მუდამ გახსოვდეს , უფრო ეს მინდა - ზოგჯერ მისი დავიწყება მოახერხო და მთელი შენი ცეცხლი და გზნება არ შეალიო მის მოთოკვას , რადგან ამ ბრძოლაში გამარჯვება არავის გვიწერია.” [ ფოლკნერი 2011:72], მსგავსად ამისა, კონსტანტინე გამსახურდია დროს იმთავითვე უყურებს, როგორც დაუმარცხებელს, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი აღუდგება წინ. ის თითქოს გზაა, რომელზე სიარულისას ადამიანი თანდათან კარგავს ყველაფერს და რომელსაც საბოლოოდ უკვე აღნიშნულ ,,სიკვდილის სატრიუმფო ჭიშკრამე“ მიჰყვას იგი...
რჩება თუ არა ისეთი რამ, რასაც დრო ვერ ერევა და თავის კვალს ვერ ამჩნევს?! ამაზე საუბარს გავაგრძელებ ,,პორცელანის“ მიხედვით.
,,საათებში“ როგორც დავინახეთ, უშალოდ დროზეა საუბარი, პირდაპირი დასახელებით. ,,პორცელანში“ კი დროის საკითხი პერსონაჟთა ქცევებიდან, მათი აზრებიდან უნდა შევიცნოთ.
მანამდე კი უნდა ითქვას, რომ ,,პორცელანი“ მარავალი თვალსაზრისით არის საინტერესო ნოველა. მასში ასახულია მოდერნისტთა დამოკიდებულება სინამდვილის ასახვის რეალისტური ხერხის მიმართ; დაპირისპირება რეალიზმის ფარგლებში მოქმედი მიმეზისის პრინციპის, რეალიზმის ,,რაციონალური“ ენის, თხრობის ერთპლანიანობისა და სხვა. ამ ყველაფერს ადასტურებს ნოველის კომპოზიცია, თხრობის მეთოდი... თუმცა ამაზე საუბარი უშუალოდაცაა ნაწარმოების დასაწყისში, როდესაც მასკარადზე მყოფი ქართველი პერსონაჟი და ევროპელი ქალბატონი საუბრობენ ხელოვნებაზე. ქართველი პერსონაჟი რეალიზმს ,,ბანალურს“ უწოდებს, ბარონესაც აცხადებს, რომ ,,სძაგს ევროპული ბანალური რეალიზმი“. ისინი საუბრობენ იმის შესახებ, რომ სინამდვილე მხოლოდ ისეთი არ არის, როგორც ეს შეუიარღებელი თვალით ჩანს და მატერიალურ სამყაროს აქვს სხვა განზომილებაც, რომლის დანახვა ბარონესას აღაფრთოვანებს და აცხადებს, რომ ეს ,,სულ სხვა ფერადი“ სინამდვილეა, რამაც მას აფიქრებინა, რომ თვალით ხილული ,,მტკნარი სიცრუე ყოფილა“. მიკროსკპოში დანახულს მან ,,მეორე სინამდვილე“ უწოდა, ,,მესამე სინამდვილედ“ კი ხელოვნება მიიჩნია, რომელიც მხოლოდ ხელოვანთა ,,მიკროსკოპიდან“ იხილება. მოდერნისტთა მიხედვით, ბარონესას მიერ ,,მეორე სინამდვილედ“ წოდებულის ასახვა მეცნიერებისა და ფოტოგრაფების საქმეა, ხელოვანი კი უნდა იხედებოდეს ,,მოვლენათა გაღმა“ [ტიციან ტაბიძე], უნდა შეიცნოს ხელოვნების ის მიღმიერი სამყარო, ამისთვის კი სინამდვილის ასახვის რეალისტური ხერხები საკმარისი არ აღმოჩნდა და ეს გახლდათ მიზეზი რეალიზმთან დაპირისპირებისა და მისი ,,ბანალურად“ მიჩნევისა.
აღმოსავლურ ლიტერატურასთან და ფილოსოფიასთან დაკავშირებით კონსტანტინე გამსახურდიას მიაჩნდა, რომ ექსპრესიონიზმის საწყისი ძველ ჩინურ პოეზიაში, ეგვიპტურ ხელოვნებაშია და ნოველაში არაერთგან ვხვდებით ამის ხაზგასმას. სწორედ აღმოსავლური კულტურის ნუმუშია პორცელანი.
მოდერნისტები აცხადებდნენ, რომ ,,ნივთები აითვისებიან, როგორც ნიშნები გამოუთქმელის“- სწორედ გამოუთქმელის აღმნიშვნელი ნივთი არის პორცელანი, ,,მარაოსებური წამწამებით უცხოდ მოხატული“ ჩაის ჭურჭელი, რომლის ,,ფორმები და ფერადება“ აღაფრთოვანებს მნახველს; ჩვენი პერსონაჟის გონებას იბყრობს და ხდება მისი როსტრუპებთან ხშირი სტუმრობის მიზეზი. ყოველ შაბათ საღამოს, მრგვალ მაგიდას მიუსხდებოდნენ სამნი, სვამდნენ ჩაის პორცელანის ჭურჭლიდან და გადაიოდნენ სხვა სივრცესა და დროში. ავტორი წერს, რომ ,,ვისხედით, როგორც ბედუინის ოჯახი უდაბნოს ოაზიში პალმის ქვეშ და ჩინურ ჩაის შევექცეოდით“. პორცელანი როსტრუპთა ოჯახისთვის და ახლა ქართველი პერსონაჟისთვისაც, ,,განუსაზღვრელი სიყვარულის“ ობიექტია, რომელიც ავტორის თქმით არის ,,უჰასაკო“. კონსტანტინე გამსახურდიას ამ ნოველის მიხედვით, ხელოვნება, ხელოვნების ნიმუში არის ისეთი რამ, ალბათ საშუალება, რომლითაც შესაძლებელია გადალახოს დროისა თუ სივრცის ბარიერი. ხელოვნების ნიმუშით, ამ შემთხვევაში ფაიფურის ჭურჭლით, შესაძლებელი ხდება ირაციონალური, მისტიკური სამყაროს ხილვა. ,,ყვავილის ყელივით ნაზი და სიფრიფანა“ პორცელანი აცოცხლებს პერსონაჟთა ირგვლივ არსებულ მე-17 საუკუნის მხატვართა სურათებს: ,,ბერები ჟინჟღლივით ანთებული, ... იღებენ ხელში მაღალფეხიან, წკრიალა ჭიქებს, რომლებშიაც ოქროვანი ღვინო კიაფობს. იქვე მთელი ამალა ,,ალა პამპადურ“ , ჩაცმული ქალებისა, ლუდოვიკო მზეთა მეფის სასახლიდან, როკოკო ტანისამოსი, რაინდები მოკლე შპაგებით...“ პერსონაჟთა წარმოსახვაში ცოცხლდება სამი საუკუნის წინანდელი ჰოლანდიელი მხატვრების ნატურმორტები და სხვა. როგორც ვხედავთ, ილახება ყოველგვარი ბარიერი დროისა და სივრცისა, თუმცა ნოველაში მატერიალური მაინც იჭრება. როსტრუპების ოჯახი იძულებული ხდება მუზეუმს მიჰყიდოს ჩაის ეს უძველესი ჭურჭელი. ტექსტში ვკითხულობთ, რომ ბარონ როსტრუპმა ამის შესახებ ისეთი კილოთი და ნაღვლიანი ხმით თქვა, თითქოს ვინმე გარდაცვლილიყოსო ოჯახში.
პორცელანის მუზეუმისთვის მიყიდვა დროის ალეგორიაა. დრომ ხელოვნების ნუმუში ამ ნოველაშიც სიკვდილმადე, ყოველ შემთხვევაში სასაფლაომდე მიიყვანა, რადგან კონსტანტინე გამსახურდიას მიხედვით ,,მუზეუმი სხვა რაღაა, თუ არა უშველებელი სასაფლაო, სადაც ყოველი ერი, ყოველი რასა, თავის გრძნობებს ჰმარხავს“.
დასასრულ, როგორც აღინიშნა, ლიტერატურაში აისახება ცხოვრებისეული დროის ავტორისებური განცდა. კონსტანტინე გამსახურდიას მიერ ასახული ცხოვრებისეული დრო ორივე განხილული ნოველის მიხედვით, ადამიანს ართმევს თავისუფალი ნების შესაძლებლობას. ,,საათებში“ უშუალოდ ამის შესახებაა საუბარი და ვკითხულობთ, რომ დრო ადამიანებს ართმევს გრძნობებს, განცდებს, ყველაფერს, რაც კი მის ირგვლივაა და ასე მიჰყავს ,,სიკვდილის სატრიუმფო ჭიშკრამდე“. ,,პორცელანში“ დროის საკითხი პერსონაჟთა აზრებიდან და მათი ქმედებებიდა შეიცნობა. ნოველის მიხედვით, მატერიალურმა და სოციალურმა როსტრუპთა ოჯახი თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ იძულებული გახდა ნივთი, ,,ნიშანი გამოუთქმელისა“, რომელის მიმართაც ისეთი სიყვარული ჰქონდათ, როგორც სულიერის მიმართ და რომლის დანახვა პერსონაჟებს ალახვინებდა სივრცისა და დროის ბარიერს, გადაეცათ მუზეუმისთვის, ,,გრძნობათა სასაფლაოსთვის“ ; მაგრამ მაინც, დრო ხელოვნებას, ,,მესამე რეალობად“ წოდებულს, თუნდაც მუზეუმის ნიმუშად ქვეულს არ ,,კლავს“ თავისთავად. მუზეუმი მას თაობებისთვის ინახავს; დროისთვის, როცა შემგრძნობელი გამოუჩნდება მას და არა - მხოლოდ აღმქმელი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:
კონსტანტინე გამსახურდია ,,საათები“ https://scroll.ge/11224/konstantine-gamsakhurdi-7/
კონსტანტინე გამსახურდია ,,პორცელანი“ https://www.scribd.com/document/170030916/
კონსტანტინე ბრეგაძე, ,,მოდერნი და მოდერნიზმი“, შოთა რუსთველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, თბილისი, 2018
სოსო სიგუა, ,,ქართული მოდერნიზმი“ , ,,დიდოსტატი“, თბილისი, 2002
ავთანდილ ნიკოლეიშვილი , ქართული მწერლობა ტომი 3, თბილისი.
ჯ. ჰილის მილერი – დრო ლიტერატურაში http://arilimag.ge/%E1%83%AF-
მაია ჯალიაშვილი _ დროის მეტაფიზიკა ქართულ მოდერნისტულ რომანში : https://semioticsjournal.wordpress.com/2012/01/26/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90-
ჯემალ ქარჩხაძე ,,მდგმური“, ქარჩხაძის გამომცემლობა, თბილისი 2016
უილიამ ფოლკნერი ,,ხმაური და მძვინვარება“ არჩილ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი 2011


bahçe dekorasyonu evde ek gelir eskişehir haber sondakika haberleri magazin haberleri seo sorgulama site analiz seo analiz google sıra bulucu backlink sorgulama sunucu tarama çekiliş çekiliş sitesi Who is html kod şifreleme seo hacklink hacklink satış hacklink panel youtube video indir instagram video indir facebook video indir wso shell php shell hacklink hacklink panel hızlı seo hacklink seo nedir wso shell instagram takipçi hilesi instagram takipçi hilesi
Warning: file_get_contents(): php_network_getaddresses: getaddrinfo failed: Name or service not known in /var/www/html/index.php on line 108

Warning: file_get_contents(https://seolink.in/data.php?x=asj.tsu.ge): failed to open stream: php_network_getaddresses: getaddrinfo failed: Name or service not known in /var/www/html/index.php on line 108